ჩოგბურთი

19:49 | 26.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელს გორან ივანიშევიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია ყოფილმა ხორვატმა ჩოგბურთელმა თავად გაავრცელა.

ივანიშევიჩი Adria Tour-ის დირექტორი იყო, რომელიც ჯოკოვიჩის ორგანიზებით გაიმართა. თავდაპირველად კორონავირუსი გრიგორ დიმიტროვს დაუდასტურდა და შემდეგ ტესტზე დადებითი პასუხი ტურნირის მონაწილეებმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ბორნა ჩორიჩმა და ვიქტორ ტროიცკიმაც მიიღეს.

ივანიშევიჩი აცხადებს რომ "თავს კარგად" გრძონს და სიმპტომები არ აქვს:

"გავაგრძელებ თვითიზოლაციაში ყოფნას, როგორც აქამდე ვაკეთებდი ისე. ვისაც ვირუსი გაქვთ მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ" - ციტირებს BBC ხორვატის სიტყვებს.

დიდი სლემის ტურნირების 17-გზის გამარჯვებულის სამწვრთნელო შტაბს ივანიშევიჩი გასულ წელს შეუერთდა. თავად გორანს უიმბლდონი 2001 წელს აქვს მოგებული.

0.122533