ფეხბურთი

11:44 | 22.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერაყული ფეხბურთის ლეგენდა კორონავირუსით გარდაიცვალა

ერაყული ფეხბურთის ლეგენდა აჰმედ რადი კორონავირუსით გარდაიცვალა. 54 წლის რადი ბოლო ერთი კვირა ბაღდადის საავადმყოფოში მკურნალობდა, მაგრამ დაავადებასთან გამკლავება ვერ მოახერხა.

აჰმედ რადი ერაყის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. ეროვნულ ნაკრებში 1982-1997 წლებში ჩატარებულ 121 მატჩში 62 გოლი გაიტანა. სწორედ მის ანგარიშზეა ერაყის ისტორიაში ერთადერთი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, 1986 წელს ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ.

რადი 1988 წელს აზიის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო 1999 წელს ამავე კონტინენტის მეოცე საუკუნის საუკეთესო მოთამაშეებში მეცხრე ადგილი ერგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118123