ფეხბურთი

18:54 | 20.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია საუკეთესოდ დასახელდა, სლუცკიმ მისი თამაში ორი სიტყვით შეაფასა

ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის პრემიერლიგის სეზონი „ურალთან“ გამარჯვებით (2:1) განაახლა და ხვიჩა კვარაცხელია მატჩის გმირი გახდა. ჯერ ულამაზესი გოლი გაიტანა, მერე საგოლე პასიც დაამატა.

მატჩის შემდეგ ყაზანელთა მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის ჰკითხეს, იყო თუ არა ეს კვარაცხელიას საუკეთესო თამაში, მას მერე, რაც სლუცკი „რუბინში“ მუშაობს.

რუს სპეციალისტს ბევრი არ უფიქრია, მოკლე და უყოყმანო პასუხი გასცა: „დიახ, რა თქმა უნდა“.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული სპეციალური პრიზი ლოგიკურია, რომ სწორედ ქართველ შემტევს გადაეცა. შეგახსენებთ, რომ „რუბინი“ სატურნირო ცხრილში 26 ქულით მე-11 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114749