სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

10:49 | 17.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

17 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1945 - დაიბადა ედი მერქსი. ლეგენდარული ბელგიელი ველოსიპედისტი. 1969-74 წლებში ხუთჯერ მოიგო ველოსიპედისტთა ყველაზე პრესტიჟული რბოლა “ტურ დე ფრანსი”. ასევე ხუთჯერ მოიგო “ჯირო დ’იტალია” (1968, 1970, 1972, 1973, 1974) და ესპანური “ვუელტა” (1973). პროფესიონალთა და მოყვარულთა შორის სამ-სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 1971 წელს ერთი სეზონის განმავლობაში მოგებული აქვს 54 რბოლა. 1972 წელს დაამყარა სისწრაფის რეკორდი, როდესაც საათის განმავლობაში 49.431 კილომეტრი დაფარა. ედი მერქსს მეტსახელად “კანიბალი” შეარქვეს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1950 - რიო დე ჟანეიროში გაიხსნა ლეგენდარული სტადიონი “მარაკანა”. გახსნით მატჩში რიოსა და სან პაულუს შტატების ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩში მასპინძლებმა 3:1 იმარჯვეს. “მარაკანაზე” პირველი გოლი დიდიმ გაიტანა.

1954 - შვეიცარიის მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: უნგრეთი - სამხრეთ კორეა 9:0; გფრ - თურქეთი 4:1; შვეიცარია - იტალია 2:1.

1954 - როკი მარჩიანომ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ეზარდ ჩარლზი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1958 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ბრატისლავას “სლოვანს” 2:1 მოუგო. ქართველთაგან ორივე გოლი კარლო გაგნიძემ გაიტანა. შეხვედრა თბილისში ჩატარდა.

1958 - შვედეთის მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებელი მატჩის გადათამაშება. სსრკ - ინგლისი 1:0.

1962 - ჩილეს მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალი: ბრაზილია - ჩეხოსლოვაკია 3:1. გოლები ზიტომ, ვავამ, ამარილდომ (ბრაზილია) და მასოპუსტმა გაიტანეს. ბრაზილია: ჟილმარი, ჯ. სანტოსი, მაურო, ზოზიმო, ნილტონ სანტოსი, ზიტო, ზაგალო, გარინჩა, ვავა, ამარილდო. ჩეხოსლოვაკია: შროიფი, ტიხი, პლუსკალი, პოპლუჰარი, ნოვაკი, კვაშნიაკი, მასოპუსტი, პოსპიჰალი, შერერი, კადრაბა, იელენეკი.

1964 - ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. ნახევარფინალი: ესპანეთი - უნგრეთი 2:1. სსრკ - დანია 3:0.

1969 - საბჭოთა დიდოსტატმა, ბორის სპასკიმ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის გამართულ მატჩში, ტიგრან პეტროსიანი დაამარცხა და პლანეტის რიგით მეათე ჩემპიონი გახდა.

1970 - მექსიკის მსოფლიოს მეათე ჩემპიონატი ფეხბურთში. ნახევარფინალი: იტალია - გფრ 4:3 (დამატებითი დრო). ბრაზილია - ურუგვაი 3:1.

1970 - ამ დღეს ჩატარებული იტალიისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთა მექსიკის მუნდიალის ნახევარფინალური შეხვედრა მოგვიანებით ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მატჩად აღიარეს. მეხიკოს “აცტეკას” სტადიონზე შეხვედრას 102 444 მაყურებელი დაესწრო. დამატებით დროში იტალიამ 4:3 მოიგო. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. გოლები ბონინსენიამ, ბურგნიჩმა, რივამ, რივერამ (იტალია) და შნელინგერმა, ორჯერ მიულერმა (გერმანია) გაიტანეს. იტალია (ნაკრებს ფერუჩიო ვალკარეჯი წვრთნიდა): ალბერტოზი, ბურგნიჩი, ფაკეტი, ჩერა, როსატო (პოლეტი 93), ბერტინი, დე სისტი, რივა, დომენგინი, მაცოლა (რივერა 46), ბონინსენია. გერმანია: (ნაკრებს ჰელმუტ შიონი წვრთნიდა): მაიერი, შნელინგერი, შულცი, ფოგთსი, პაცკე (ჰელდი 66), ბეკენბაუერი, ოვერატი, ზეელერი, მიულერი, ლიორი (ლიბუდა 52), გრაბოვსკი. შეხვედრას პერუელი არბიტრი იამასაკი სჯიდა.

1972 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში უნგრეთის ოლიმპიურ ნაკრებთან 0:2 წააგო. თამაში თბილისში ჩატარდა.

1972 - ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. მატჩი მესამე ადგილისათვის. ბელგია - უნგრეთი 2:1.

1976 - ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია ეროვნულ საკალათბურტო ასოციაციაში (NBA) გაწევრიანდა. ამგვარად NBA-ის “ნიუ ჯერსი ნეთსი,” “ინდიანა პეისერზი,” “დენვერ ნაგითსი” და “სან ანტონიო სპერზი” დაემატნენ.

1986 - მექსიკის მსოფლიოს მეცამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. მერვედფინალური მატჩები: საფრანგეთი - იტალია 2:0; გფრ - მაროკო 1:0.

1990 - იტალიის მსოფლიოს მეთოთხმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: ესპანეთი - სამხრეტ კორეა 3:1; ბელგია - ურუგვაი 3:1.

1994 - აშშ-ის მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: გერმანია - ბოლივია 1:0; სამხრეთ კორეა - ესპანეთი 2:2.

1998 - საფრანგეთის მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: იტალია - კამერუნი 3:0.

2002 - მსოფლიოს მეჩვიდმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (სამხრეთ კორეა-იაპონია). მერვედფინალური მატჩები: მექსიკა - აშშ 0:2; ბრაზილია - ბელგია 2:0.

2003 - მადრიდის “რეალმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი იყიდა. გარიგებამ 35 მილიონი ევრო შეადგინა.

2005 - ფეხბურთელ ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატზე გერმანიამ ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა. ფინალში გერმანელებმა ნორვეგიელებს მოუგეს (3:1).

2006 - მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (გერმანია). ჯგუფური ეტაპი: პორტუგალია - ირანი 2:0; ჩეხეთი - განა 0:2; იტალია - აშშ 1:1.

2007 - მადრიდის “რეალმა” ესპანეთის პრიმერა დივიზიონში გაიმარჯვა.

2008 - ავსტრია-შვეიცარიის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალიამ საფრანგეთს 2:0 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. ჰოლანდიამ რუმინეთს 2:0 სძლია.

2008 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფის ფინალში “ბოსტონ სელტიკსმა” 131:92 “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” დაამარცხა, სერია 4:2 მოიგო და მეჩვიდმეტედ გახდა ლიგის ჩემპიონი. სერიის საუკეთესო მოთამაშედ პოლ პირსი დაასახელეს.

2009 - ოთარ გაბელია საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

2010 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ფინალის მეშვიდე მატჩში ლოს ანჯელესის “ლეიკერსმა” “ბოსტონ სელტიკსს” 83:79 სძლია, სერია 4:3 მოიგო, ზედიზედ მეორედ და ისტორიაში 16-ედ გახდა ნბა-ს ჩემპიონი. პლეი ოფის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეორედ ლეიკერსელი კობი ბრაიანტი დაასახელეს.

2010 - სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე მექსიკამ საფრანგეთს 2:0 მოუგო, საბერძნეთმა ნიგერიას 2:1 აჯობა, ხოლო არგენტინამ სამხრეთ კორეა 4:1 დაამარცხა. არგენტინელთა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ამ დღეს დაიბადნენ

1929 - ტიგრან პეტროსიანი. თბილისში დაბადებული საბჭოთა დიდოსტატი. ჭადრაკში რიგით მეცხრე მსოფლიოს ჩემპიონი. ტიტულს ფლობდა 1963-69 წლებში. 1969 წელს კი, ბორის სპასკისთან გადამწყვეტი პარტია საკუთარი დაბადების დღეს დათმო. ტიგრან პეტროსიანი 1984 წლის 14 აგვისტოს გარდაიცვალა.

1929 - ტომისლავ ცრნკოვიჩი. 1950-60-იან წლებში იუგოსლავიის ნაკრების მცველი. ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 51 მატჩი და რამდენიმე მათგანში გუნდის კაპიტანი იყო. 1952 წლის ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის 1960 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე. იუგოსლავიის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

1945 - ტონი როჩი. სახელგანთქმული საჩოგბურთო მწვრთნელი. წვრთნიდა ივან ლენდლს, პატრიკ რაფტერს, როჯერ ფედერერსა და ლეიტონ ჰიუიტს.

1945 - ედი მერქსი. ლეგენდარული ბელგიელი ველოსიპედისტი. 1969-74 წლებში ხუთჯერ მოიგო ველოსიპედისტთა ყველაზე პრესტიჟული რბოლა “ტურ დე ფრანსი”. ასევე ხუთჯერ მოიგო “ჯირო დ’იტალია” (1968, 1970, 1972, 1973, 1974) და ესპანური “ვუელტა” (1973). პროფესიონალთა და მოყვარულთა შორის სამ-სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 1971 წელს ერთი სეზონის განმავლობაში მოგებული აქვს 54 რბოლა. 1972 წელს დაამყარა სისწრაფის რეკორდი, როდესაც საათის განმავლობაში 49.431 კილომეტრი დაფარა. ედი მერქსს მეტსახელად “კანიბალი” შეარქვეს.

1964 - მიხაელ გროსი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოცურავე. 1984 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ორი დისტანცია მსოფლიოს რეკორდით მოიგო.

1965 - ხოსე ერერა. 1988-97 წლებში ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების მცველი. 1995 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა 56 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. საკლუბო დონეზე მოგებული აქვს ლიბერტადორესის თასი და ურუგვაის ჩემპიონობა.

1967 - ზინიო. 1989-98 წლებში ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 55 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. საკლუბო დონეზე მოპოვებული აქვს ლიბერტადორესის თასი. ბრაზილიის ხუთგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი.

1969 - ილია ციმბალარი. მოსკოვის “სპარტაკის,” ოდესის “ჩერნომორეცის,” საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი.

1971 - ტრიპ სხენკი. ამერიკელი მოცურავე. 100 და 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში 1996 წლის ორი ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი.

1975 - ხუან კარლოს ვალერონი. ესპანეთის ნაკრებისა და “დეპორტივოს” ფეხბურთელი.

1980 - ვინუს უილიამსი. ამერიკელი ჩოგბურთელი ქალი. მოგებული აქვს “დიდი სლემის” ოთხივე ტურნირი და ოლიმპიური თამაშები ერთეულთა და წყვილთა შორის. ერთეულთა შორის 2000, 2002, 2008 და 2009 წლებში მოიგო უიმბლდონი, 1999 და 2009 წლებში გაიმარჯვა აშშ-ს ღია პირველობაზე, 1999 და 2010 წლებში გახდა “როლან გაროსის” ჩემპიონი, 2001, 2003, 2009 და 2010 წლებში კი ავსტრალიის ღია პირველობაზე გაიმარჯვა. სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2008 წელს მოიგო ჭთA-ს შემაჯამებელი ტურნირი. წყვილთა შორის მოგებული აქვს 2000 და 2008 წლების ოლიმპიური თამაშები. კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 28 მილიონ 756 278 დოლარი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.10278
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X