ფეხბურთი

12:48 | 14.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ალბათ სხვა თამაშს უყურეთ" - კონტე კრიტიკას არ დაეთანხმა

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ნაპოლისთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი ფინალში ვერ გავიდა, იტალიელი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო.

„ვფიქრობ, რომ ამ ორ თამაშში ბევრად მეტი დავიმსახურეთ. სწორ გზაზე ვართ, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო ზუსტად უნდა გვეთამაშა, მაგრამ ოსპინას საოცარი სეივები ვნახეთ. ვწუხვარ გაშვებული გოლის გამო, წაკითხვადი სიტუაცია იყო და შეიძლებოდა თავიდან აგვერიდებინა. კარგი თამაში ჩავატარეთ, ნეაპოლში დომინირება ადვილი არაა.

ერიკსენი 3-5-2 სქემაში? რეალურად 3-4-1-2 ვითამაშეთ, მაგრამ იქნებ ტელევიზორიდან სხვაგვარად ჩანდა. მან გამთამაშებლის პოზიციაზე ითამაშა და კმაყოფილი ვარ. შესაძლოა თქვენ სხვა თამაშს უყურეთ, შესანიშნავი იყო, შეეძლო მეორე გოლიც გაეტანა. ვფიქრობ, პოზიტიური ძვრები აქვს“, - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ „ინტერი“ ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და ფინალში 17 ივნისს, „იუვენტუსს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128328