სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:34 | 14.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოსპინას გმირობები და "ნაპოლი" იტალიის თასის ფინალშია
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის თასის მეორე ნახევარფინალური წყვილში გამარჯვებული „ნაპოლი“ გამოვიდა, ორი მატჩის ჯამში - 2:1. ჯენარო გატუზოს გუნდმა „ინტერთან“ უპირატესობა ჯერ კიდევ თებერვალში მოიპოვა, როდესაც 1:0 იმარჯვა.

ახლა კი, ცარიელ „სან პაოლოზე“ მოუწია შედეგის დაცვა, რისი გაკეთებაც მოახერხა. არადა, ანტონიო კონტეს გუნდი მთლიანობაში ბევრად უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდა და ალბათ გამარჯვებასაც იმსახურებდა, მაგრამ ბრწყინვალე იყო დავიდ ოსპინა.

ამის ფონზე პარადოქსია, რომ მეორე წუთზე კოლუმბიელი უხეშად შეცდა და კრისტიან ერიკსენმა კუთხურიდან აიღო მისი კარი. შედეგად, „ნერაძურიმ“ ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღადგინა. სტუმრებს უპირატესობის გაზრდა კიდევ შეეძლოთ, მაგრამ ოსპინამ შეცდომის შემდეგ მობილიზება მოახერხა და რამდენიმე ჩინებული სეივი განახორციელა.

41-ე წუთზე კი, ოსპინამ საკუთარი გუნდის შეტევა დაიწყო და ლორენცო ისეთ პოზიციაში დატოვა, იტალიელმა საგოლე პასი გაუკეთა დრის მერტენსს, რომელმაც ნეაპოლურ გუნდში 122-ე გოლი გაიტანა და კლუბის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გახდა. გადაასწრო რა, მარეკ ჰამშიკს.

მეორე ტაიმში გატუზოს ბიჭები მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნავდნენ და ეს არ გამოუვიდოდათ, რომ არა ისევ ოსპინა, რომელმაც განსაკუთრებით რთული ბურთი ერიკსენს აუღო.

საბოლოოდ „ნაპოლიმ“ ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც 17 ივნისს, ტურინის „იუვენტუსს“ გაეჯიბრება.

„ნაპოლი“ – „ინტერი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ერიკსენი (2), 1:1 მერტენსი (41)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.143789
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X