სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:10 | 11.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ: "ვიტალი დარასელიაზე ლექსი დავწერე"
"ეს რა თქმა უნდა სწორი არ იყო, მაგრამ ნაწყენი ვიყავი"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და ახლა უკვე ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ რუსულ გამოცემა Match TV-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

მასში საუბარი პრაქტიკულად შოთას მთელ კარიერაზეა და ბევრი საინტერესო ამბავიც გააცოცხლა.

-13 მაისის გამარჯვება გახსოვთ?

- 1981 წლის 13 მაისი კარგად მახსოვს. იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ვიტალი დარასელიაზე, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა, ლექსიც დავწერე. შვიდი წლის ვიყავი და თამაშს ჩემს ძმებთან, მშობლებთან და მათ მეგობრებთან ერთად ვუყურე. მშობლების მეგობარმა მატჩის სცენარი ზუსტად იწინასწარმეტყველა, მისი თქმით, თავიდან გაგვიტანდნენ და შემდეგ მოვიგებდთ. გამარჯვების შემდეგ ისინი საზეიმოდ გარეთ გავიდნენ და სამწუხაროდ ჩვენ სახლში დაგვტოვეს.

- 20 წლის შემდეგ თბილისში „კარლ ცაისი“ ჩამოიყვანეთ, როგორ მოხდა ეს?

- ეს არის ჩვენი პირველი პროექტი, ვგულისხმობ „არველაძეების ფონდს“, რომელიც ახლაც არსებობს. გვინდოდა მადლობა გადაგვეხადა ჩვენი კერპებისთვის იმ სიხარულისთვის, რაც მოგვიტანეს. თავდაპირველად დავით ყიფიანი თამაშზე უარს ამბობდა, რადგან ფეხები სტკიოდა, მაგრამ მაინც დავარწმუნეთ, რომ 15-20 წუთი ეთამაშა. ვიტალი დარასელია გარდაცვლილი იყო და მისმა შვილმა ითამაშა. სტადიონზე 50 ათასი ადმაიანი მოვიდა, ვეცადეთ 1981 წლის ფინალი გაგვეცოცხლებინა. არამარტო „კარლ ცაისის“ ფეხბურთელების, არამედ იტალიელი მსაჯის, რიკარდო ლატანცის ჩამოყვანა გვინდოდა, მაგრამ 2001 წელს უკვე 10 წლის გარდაცვლილი იყო.

- თქვენი მშობლები ექიმები არიან. როგორ რეაგირებდნენ იმაზე, რომ სამივე შვილი ფეხბურთელები გახდნენ?

- თავიდან მამაჩემიც თამაშობდა, 18 წლამდე. სხვათა შორის ძალიან ტექნიკური იყო და მუხლის დაზიანების გამო ვეღარ ითამაშა. ის უფრო მომხრე იყო, მაგრამ დედა ბაბუა გვეუბნებოდნენ: „ფეხბურთი არ არის პროფესიია, უნდა ისწავლოთ“. ბევრი დაპირისპირება გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენ უნივერსიტეტიც დავამთავრეთ, დიპლომიც ავიღეთ და ფეხბურთზე სრული კონცენტრაცია მოვახდინეთ.

- სიმართლეა, რომ თქვენ და არჩილს ტრაბზონში ისე დაგხვდნენ, როგორც მარადონას ნეაპოლში?

- ეს მეორე ვიზიტისას მოხდა. ექვსთვიანი იჯარის შემდეგ ჩვენ „დინამოში“ დავბრუნდით, რომელმაც პირველად ითამაშა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე. სამწუხაროდ დისკვალიფიკაციით დასაჯეს და გათამაშებიდან მოგვხსნეს. შედეგად, ტრაბზონში დავბრუნდით და ეს მაშინ მოხდა, როდესაც აეროპორტში ათასობით გულშემატკივარი მოვიდა, რომლებიც ცდილობდნენ ხელში ატაცებული ვეტარებინეთ.

- თურქეთში ორჯერ გავხედით მეორე ადგილზე. როდის იყო ჩემპიონობა უფრო ახლოს?

- 1995-1996 წლების სეზონში, 15 თამაში არ გვქონდა წაგებული და ლიდერები ვიყავით. სეზონის დასასრულს „ფენერბახჩეს“ ვეთამაშებოდით, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონი კარლოს ალბერტო პარეირა წვრთნიდა. ფრეც გვაწყობდა, პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ, მაგრამ საბოლოოდ 1:2 წავაგეთ. ჩვენი გულშემატკივრები ძალიან აგრესიულები იყვნენ და ბაზაზე მოგვიწია დარჩენა. ეროვნულ ნაკრებში უნდა ჩამოვსულიყავი და მეორე დღეს ორი ბილეთის საყიდლად წავედი და ქუჩაში გაქვავებული ხალხი ვნახე, ყველანი ჩუმად იყვნენ, როგორც ქანდაკებები. სამარისებული სიჩუმე იყო. მანამდე თასი მოვიგეთ, საუკეთესო ბომბარდირი გავხდი, მაგრამ ჩემპიონობა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და ეს ხელიდან გავუშვით.

- მაშინ „დეპორტივო“ გიწვევდათ. რატომ თქვით უარი?

- თასების თასზე თამაშის შემდეგ „დეპორს“ ჩემი და ჩემი ძმის ყიდვა უნდოდა, მაგრამ მან მძიმე ტრავმა მიიღო და ექვსი თვე გამოტოვა. ესპანელებმა მოლაპარაკება 1996 წლის მაისის ბოლოს დაიწყეს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში „აიაქსი“ – „იუვენტუსს“ ხვდებოდა. ნაშუადღევს შევხვდით და დარწმუნებული ვიყავი, რომ საღამოს თამაშს ვუყურებდი, მაგრამ მოლაპარაკება 10 საათი გაგრძლდება და ვერ შევთანხმდით.

- რატომ?

- მხოლოდ ჩემი ყიდვა უნდოდათ, მაგრამ არ შემეძლო არჩილის დატოვება. ჩვენი კონტრაქტი „ტრაბზონთან“ დასრულებული იყო, მე რომ „დეპორტივოში“ წავსულიყავი, ჩემს ძმას საქართველოში დაბრუნება მოუწევდა და იქ ძალიან რთული იყო ნორმალური მკურნალობა. ესპანელებს ვთხოვე არჩილსაც წამოვიყვან და ხელფასი მხოლოდ მას შემდეგ გადაუხადეთ, როდესაც ტრავმას მოირჩენს-მეთქი. მაგრამ უარი თქვეს. მე კი ვუპასუხე: „თუ ჩემ ძმას არ წამოვიყვან, არც მე წამოვალ“. გაკვირკვებულები დარჩნენ, „დეპორტივო“ იმ დროს ესპანეთში ერთ-ერთი ლიდერი იყო.

- და შემდეგ ნემსაძე გადმოვიდა ტრაბზონში...

- არ მოვიტყუები. ის წავიდა „მანჩესტერ სიტიში“, ქინქლაძესთან და ყაველაშვილთან, თითქმის შეთანხმებულნი იყვნენ ხელშეკრულებაზე, მაგრამ ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა. შემდეგ გიამ მთხოვა რეკომენდაცია გამეწია „ტრაბზონსფორის“ მწვრთნელ შენოლ გიუნეშთან, რომელმაც სიამოვნებით აიყვანა გუნდში. შემდეგ გოჩა ჯამარაულიც გადმოვიდა. არჩილის გამოჯანმრთელების შემდეგ ერთ-ერთი ყოველთვის თადარიგში რჩებოდა, რადგან ლეგიონერებზე სამკაციანი ლიმიტი იყო. კარგია, რომ ამ მხრივ ეროვნულ ნაკრებში ხელს არაფერი გვიშლიდა.

- საქართველოს ნაკრებში რომელია ყველაზე ემოციური გამარჯვებები?

- 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში რაიან გიგზის უელსი დავამრცხეთ, ასევე ძლიერ ბულგარეთთან, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალი ჰქონდა ნათამაშები. 2:1 მოგების შემდეგ „ბარსას“ ვარსკვლავ ხრისტო სტოიჩკოვს მაისურის გაცვლა ვთხოვე და მან ხელით გამწია. მას შემდეგ ასეთი თხოვნით არავისთვის მიმიმართავს. მოგვიანებით კიდევ ერთხელ შევხვდი ხრისტოს (ბერბატოვის გამოსამშვიდობებელ მატჩზე), მაგრამ არ გამხსენებია მომხდარი სიტუაცია.

- როგორი იყო „უემბლიზე“ თამაში ინგლისთან?

- ყველა ოცნებობდა შესანიშნავი სტადიონზე გასვლას, თან მალე რეკონსტრუქციისთვის იხურებოდა. ლონდონში ფეხბურთელების ბევრი ნათესავი ჩამოვიდა და მატჩის შემდეგ ქალაქში ვსეირნობდით. მე და ქინქლაძე დავნიძლავდით კიდეც, თუ ვის გვიცნობდნენ პირველი ლონდონში, ის 15-კაციან სუფრას გადაიხდიდა. გიო ინგლისში ვარსკვლავი იყო და წაგებას ვერც წარმოიდგენდა, მაგრამ დამარცხდა, რადგან ლონდონში ბევრი თურქი ცხოვრობდა და როდესაც ისინი დავინახეთ, არჩილმა ჩემი სახელი დაიყვირა. მათ მიცნეს მაშინვე ფოტოს გადაღებას მთხოვნდნენ. მადლობა მათ, ამ ხრიკით ქინქლაძე დავამარცხე. ქინქლაძე მართლაც იყო ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი, მაგრამ პრემიერლიგა მაშინ სერია A-ს და პრიმერას ჩრდილში იყო და ამასთან „სიტი“ ქვედა დივიზიონში გავარდა. შემდეგ მე „აიაქსში“ გადავედი, რომელიც იმ დროს ძლიერი გუნდი იყო და საქართველოში ვერ იჯერებდნენ, რომ პატრიკ კლუივერტი უნდა შემეცვალა, რომელიც „მილანში“ გადავიდა. ისე ვნერვიულობდი, რომ პირველი ვარჯიშის დროს ბუცების აღება დამავიწყდა. გასახდელში ფორმა მეცვა, მაგრამ ფეხშიშველი ვიჯექი. რონალდ დე ბურმა დამინახა და მკითხა: „დაგავიწყდა? შემდეგ ფეხის ზომა მკითხა და თავისი ბუცები მომიტანა. მე და რონალდი დღემდე მეგობრები ვართ. გამიმართლა, რომ მორტენ ოლსენთან ვმუშაობდი, მასთან კომუნიკაცია ძალიან ადვილი იყო, რადგან 10 ენა იცოდა. წარსულში მცველი იყო, მაგრამ შემტევი ფეხბურთი უყვარდა. პირველ სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონატში 112 გოლი გავიტანეთ. მაშინ პირველად ვითამაშე ჩემი ძმის წინააღმდეგ, რომელიც „ბრედაში“ თამაშობდა. იქიდან არჩილი „კიოლნში“ გადავიდა, უჩვეულო მდგომარეობაში იყო, მარცხენა ნახევარმცველად ათამაშებდნენ, მაგრამ 9 გოლი მაინც გაიტანა. შემდეგ მუხლის პრობლემა ჰქონდა და ოპერაციის გაკეთებიდან პრაქტიკულად აღარ უთამაშია. კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა.

- ქინქლაძემ „აიაქსში“ რატომ ვერ ითამაშა?

- „აიაქსში“ ლიტმანენი დარჩა და გიოს ფლანგზე თამაში მოუწია. იქ თავს კარგად ვერ გრძნობდა და ინგლისში დაბრუნებაზე ოცნებობდა. ჰოლანდიური ენის სწავლაზეც უარი თქვა, რისთვისაც ორჯერ დააჯარიმეს. შემდეგ იყო „ვიტესთან“ მატჩამდე ინციდენტი. სამი თვე არ ჰქონდა ნათამაშები და დარწმუნებული იყო, რომ არც ახლა მიეცემოდა შანსი და თამაშზე არც კი მოვიდა. გასახდელში ვხედავ, რომ ჩემს გვერდით სკამზე გიოს 11-ნომრიანი მაისური დევს, მაგრამ ის იქ არ იყო. დარწმუნებული იყო, რომ არ ითამაშებდა და სტადიონზე მოსვლას სასეირნოდ წასვლა ამჯობინა.

- რა გააკეთეთ?

- ვურეკავდი, მაგრამ არ მპასუხობდა. ვფიქრობდი, ეს რა ჯანაბდაა, რა უბედურებაა. სენდი ოლისესგან მანქანა ვინათხოვრე და ქალაქის ქუჩებში ვეძებდი. მატჩამდე 6 საათი რჩებოდა, მაგრამ ვერ ვიპოვე და გუნდურ ლანჩამდე 15 წუთიც დავაგვიანე. ამის გამო იან ვოუტერსმა განაცხადიდან ამომშალა. მიზეზი ავუხსენი, მაგრამ არაფერმა გაჭრა. შემდეგ საქმეში ბობი ჰარმსი ჩაერთო და განაცხადში დამაბრუნეს, მაგრამ თადარიგში.

- შემდეგ რა მოხდა?

- 1:1 იყო, ვოუტერსმა მოედანზე შემიშვა და მითხრა: „მე შენთვის რაღაც გავაკეთე, მაგრამ ჩემთვის არაფერი გაგიკეთებია". შევედი მინდორზე და გამარჯვების გოლი გავიტანე. შემდეგ ვოუტერსი „რეინჯერსში“ დიკ ადვოკაატის თანაშემწე იყო, მოგვიანებით „ქასიმპაშაში“ მეხმარებოდა, მაგრამ იმ ინციდენტზე ყოველთვის მე მამტყუნებდა, მეუბნებოდა: „პროფესიონალი უნდა იყო, ყურადღება საკუთარ თავზე უნდა გაამახვილო და არა ვინმე სხვაზე“. ავუხსენი, რომ მე და ქინქლაძე ძმები ვიყავით, თითქმის ერთი ოჯახი, მისი შვილის ნათლია ვარ. ამ ახსნაში ერთი ტაიმი გავიდა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ თავად გიომ მითხრა, რატომ მეძებდიო. მიდი და მოძებნე ასეთი მეგობარი ამსტერდამში, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს.

- თქვენს გამოსამშვიდობებელ მატჩზე მიქაელ ლაუდრუპმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, ძალიან დაკავებული იყო, თქვენს ბოლო თამაშს ვერ დააკლდებოდა, რადგან „აიაქსში“ კარტში ყოველთვის გამარცხებდათ...

- მეც კარგად ვთამაშობდი პოკერს, მაგრამ ის ხშირად მიგებდა. ორივე ლაუდრუპი ფენომენალური ფეხბურთელია, განსაკუთრებით მიქაელი. ძალიან გავბრაზდი, როდესაც „აიაქსი“ დატოვა.

- თქვენ ლიტმანენს ბოლო მატჩში საგოლე პასი გაუკეთეთ...

- „აიაქსის“ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და კლუბში ბოლო მატჩს ატარებდა. როგორ შეიძლებოდა სხვაგვარად მოვქცეულიყავი. ბოლო წუთები იყო, მეკარე მოვატყუე და გატანა შემეძლო, მაგრამ პასი იარს მივეცი, არაფერი განსაკუთრებული.

- რატომ იკამათეთ ვარჯიშამდე კო ადრიანსესთან?

- ზამთარი იყო, თებერვალია, ძალიან ციოდა. ჩავიცვით და მოედანზე გასასვლელად ვემზადებოდით. შემდეგ კო მოვიდა და იკითხა: „ვინ დაიღალა? ხელი ავწიე, შემდეგ ვიჩხემ, ვინტერმა, მახლასმა. ადრიანსე ძალიან გაბრაზდა. „როგორ შეიძლება დაიღალოთ საყვარელი პროფესიით! ძალიან ბევრი ადამიანი სამუშაოდ დილის 6 საათზე მიდის. თქვენ ამდენ ფულს გამოიმუშავებთ". მე ვუთხარი: „შენ იკითხე, ვინ დაიღალა და ვის არ სურდა ვარჯიში, ჩვენ გულწრფელად გიპასუხეთ“. წინააღმდეგ შემთხვევაში ნორმალურად ვილაპარაკებდით. კო ადრიანსე კარგი მწვრთნელია.

- რას გრძნობდით, როდესაც გადასახადების საქმეზე დაგაკავეს?

- დაკითხვები, რა თქმა უნდა, სტრესია. სამი დღე პოლიციის განყოფილებაში გავატარე. თავიდან ინგლისურად მეკითხებოდნენ, შემდეგ რუსულად თარჯიმნის მეშვეობით. შემდეგ რთული კითხვები წამოვიდა და ქართველი თარჯიმანი მოვითხოვე. სად ვნახოთო მკითხეს, რუსი ხომ ნახეთ, ქართველიც ნახეთ-მეთქი.

- გაგათავისუფლეს?

- ქართველი გოგო მოიყვანეს. ვთხოვე, რომ ჩემს ახლობლებთან დაერეკა, რომ არ ენერვიულათ. უარი თქვა, რადგან არ შეეძლო.

- „აიაქსმა“ ხომ აგიყვანათ ადვოკატი?

- მე თვითონ ავიყვანე, ლეო სპიჰტა. ძალიან მაგარი კაცი. სწრაფად შეძლო ჩემი გათავისფლება, რადგან იცოდნენ, რომ დამნაშავე არ ვიყავი.

- რა გააკეთეთ გათავისუფლების შემდეგ?

- საქართველოში გამოვფრინდი, რადგან იტალიასთან უნდა გვეთამაშა. ყიფიანმა მკითხა: „შოთიკო, მზად ხარ პირველივე წუთიდან ითამაშო?“. სამი დღე ციხეში ვიჯექი. ძოძუაშვილმა კი თქვა - ითამაშებს აბა რა, სტრელცოვი 7 წელი იჯდა და შემდეგ გამოვიდა, სამჯერ გახდა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელიო. თუმცა თადარიგში დავრჩი და მეორე ტაიმში შევედი მოედანზე. მახსოვს, გახოკიძეს საგოლე პასი გავუკეთე.

- „აიაქსში“ კოა ადრიანსეს დაავალეს, რომ არ ეთამაშებინე, სანამ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებდი?

- გუნდის ლიდერი ვიყავი, ჩემპიონთა ლიგაზე „სელტასთან“ მატჩისთვის ვემზადებოდით. პრესეზონის მატჩებში „რომასთან“ და „ლივერპულთან“ მხოლოდ ბოლოს მათამაშეს და ორჯერვე გოლი გავიტანე. მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. შემდეგ ადრიანსემ სატელევიზიო ინტერვიუში აღიარა, რომ აკრძალული ჰქონდა ჩემი ძირითადში დაყენება მანამ, სანამ კონტრაქტს არ გავახანგრძლივებდი. მალევე „რეინჯერსში“ გადავედი.

- გლაზგოში შონ კონერს შეხდვით...

- ჩემპიონთა ლიგაზე „სპარტასთან“ მატჩამდე ჩვენს ბაზაზე მოვიდა. რონალდ დე ბურმა უთხრა: მე ვნახე თქვენი ბოლო ფილმი, რომელიც ნაგავი იყო. შონმა კი უპასუხა: „ეს ამერიკაა, მთავარია ფინანსური მოგება და იმ ფილმა 50 მილიონის შემოსავალი მოიტანა. ამ დროს შონს ვუთხარი: „შონ, უყურე დე ბურის ბოლო თამაშს? ნაგავი იყო.

- რატომ უყურეთ რუსეთთან მატჩს ტელევიზორით?

- ნაკრების ახალ მწვრთნელ ივო შუშაკს შევუთანხმდი, რომ „სელტიკთან“ მატჩის გამო ცოტა მოგვიანებით ჩავიდოდი. მატჩის დასრულებისთანავე გლაზგოდან პარიზში ჩავედი, იქედან თბილისში და ასე ჩავედი საქართველოში. ბაზაზე მივედი და აღმოვაჩინე, რომ ძირითადში არ მოვიაზრებოდი. ჩავალაგე ბარგი და წამოვედი, ისე, რომ არავისთვის მითქვამს. რა თქმა უნდა, ეს არასწორი საქციელია. განაწყენებული ვიყავი. მადლობა ღმერთს, რომ მოვიგეთ, თორემ წარუმატებლობა მე დამბრალდებოდა. შემდეგ შუშაკმა ირლანდიასთან მატჩისთვის გამომიძახა და იგივე ამბავი განმეორდა, უკვე ქინქლაძესთან მიმართებაში. არ დააყენა შემადგენლობაში და მან ნაკრები დატოვა. ვთხოვდი, რომ დარჩენილიყო, მაგრამ ვერ დავარწმუნე. 0:2 წავაგეთ და ამ თამაშის შემდეგ თითქმის მოვკვდი. ძალიან ბევრი ვოლტარენი მივიღე. თავბრუსხვევა, გული საშინლად სწრაფად მიცემდა. ვიფიქრე, რომ მოვიწამლე, როგორც იაშვილი თამაშამდე. ბევრი წყალი დავლიე, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გაუარესდა. სისხლდენა დამეწყო, სისხლს ვაღებინებდი. ჩვენთან ერთად მოსკოველი ბიზნესმენი ანზორ კიკალიშვილი იყო, რომელმაც მითხრა, რომ სასწრაფოდ დუბლინის საავადმყოფოში გადაყვანა მჭირდებოდა, სადაც ოთხი დღე გავატარე. მადლობა ღმერთს, მაშინ გუნდთან ერთად თბილისში არ გავფრინდი, თორემ არავინ იცის თვითმფრინავში რა მოხდებოდა.

- რატომ დაბრუნდით ჰოლანდიაში?

- „რეინჯერსიდან“ ძალიან სერიოზული კონტრაქტის შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მუხლი მაწუხებდა და არ მინდოდა კლუბი დამეზიანებინა. ეს არ იქნებოდა კაცური საქციელი, კლუბს ჩემი გულწრფელობა, გაუკვირდა. პირობა დადეს, რომ ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ იგივე ხელშეკრულებას შემომთავაზებდნენ. ბოლო ათ ტურში რვა გოლი გავიტანე, ჩემპიონები გავხდით, მაგრამ სრულიად განსხვავებული ხელშეკრულება შემომთავაზეს, 65%-ით ნაკლები, რაც არ მომეწონა. არ მომეწონა ეს დამოკიდებულება და „აიაქსის“ მწვრთნელ დენი ბლინდს დავურეკე. მითხრა, რომ სურდა კარიერა მის გუნდში დამესრულებინა, ხელმძღვანელობას ჩემზე ესაუბრა, მაგრამ უპირატესობა შვედ მარკუს როზენბერგს მიანიჭეს. შემდეგ ლუის ვან გაალმა დამირეკა და „ალკმაარში“ გადავედი.

- როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა?

- პირველივე ვარჯიშზე დავაგვიანე. ველოდი კრიტიკას, მაგრამ მკითხა: „გამოიძინე?“ დიახ, ვუპასუხე. მითხრა, რომ ზოგჯერ დასვენება უკეთესია, ვიდრე ვარჯიში, თუ დაიღალე, დაისვენე. მძულდა ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში, ყველაფერს მტკენდა, ზურგს, სახსრებს... მახსოვს, პრესკონფერენციაზე ვან გაალთან ერთად ვიჯექი და მან ჩამოთვალა ხელოვნური ბალახის ყველა უპირატესობა, მაგრამ მე შევაწყვეტინე: „ფეხბურთელებს ჰკითხე, ისინი თამაშობენ და შემდეგ თქვა: „ხელოვნურ საფარზე თამაში პრეზერვატივით სექსს ჰგავს“.

- რატომ შესთავაზე ვან გაალს „ექსელსიორთან“ მეკარის გარეშე თამაში?

- დიახ, ყველა მეკარე დაშავებული გვყავდა. მთელი კვირა მეკარეების გარეშე ვვარჯიშობდით და მათ ადგილს ისლანდიელი სტინსონი და მე ვიკავებდით. თამაშის დღეს 19-წლამდე გუნდიდან მეკარე გამოგვიგზავნეს, ლუისს ვთხოვე, რომ მეკარის გარეშე გვეთამაშა. მიპასუხა: „გიჟი ხარ!“, „მერე რა, ამას გავაკეთებთ, მაგრამ ხვალ ყველა ჩვენზე ისაუბრებს". მითხრა, რომ მოწინააღმდეგის უპატვიცემულობა იყო. 18 წლის ბავშვებით 5:0 მოვიგეთ. „ექსელსიორმა“ პირველად კარის მიმართულებით 67-ე წუთზე დაარტყა, ის თამაში ყველას დაავიწყდა, მეკარის გარეშე რომ გვეთამაშა, დღემდე ეხსომებოდათ.

- „ექსელსიორთან“ კიდევ ერთი თამაშია დასამახსოვრებელი...

- დიახ, 2006 წელს პირველ ადგილზე ვიყავით და მათი დამარცხება გვჭირდებოდა, მაგრამ წავაგეთ და ჩემპიონები ამის გამო ვერ გავხდით. შემდეგ ავნ გაალის ასისტენტად მუშაობის დროს მაინც მოვიგეთ ჰოლანდიის ჩემპიონატი. მოხარული ვარ, რომ „ალკმაარის“ პროექტში მონაწილეობა მივიღე. შესანიშნავი აკადემია აქვთ და ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ.

- „ალკმაარის“ შემდეგ ერთი წელი „ლევანტეში“ გაატარეთ, იმ პერიოდს როგორ გაიხსნენებთ?

- ორი ოპერაციის გამო მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩავატარე და კარიერა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დავასრულე. ვმეგობრობდი პედრო ლეონთან, რომელიც „რეალში“ გადავიდა და ლუის რუბიალესთან, რომელიც მაშინ „ლევანტეს“ მცველი იყო და ახლა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.

- 2013 წლის ბოლოს თურქეთში მეორე ადგილი დაიკავეთ, შემდეგ რატომ დაეშვა გუნდი ცხრილის ქვედა ნაწილში?

- „ქასიმფაშას“ მსგავსი პატარა კლუბისთვის რთულია ბრძოლა თურქეთის გიგანტებთან, მაგრამ პრეზიდენტს ვუთხარი, რომ პირველ ადგილზე გავიდოდით. გაუკვირდა და მკითხა, როგორ? ვუპასუხე: პირველზე გავალთ, „გალათასარაის“, „ფენერბახჩეს“, „ბეშიქთაშისა“ და „ტრაბზონსფორის“ შემდეგ.

- „ქასიმფაშადა“ უჩეულოდ წახვედით, რა მოხდა ბოლო თამაშში?

- „ქონიასფორის“ მეკარემ ტრავმა მიიღო და მიის თანაგუნდელები თამაშის შეჩერებას ითხოვნდნენ, მაგრამ რაიან დონკმა 40 მეტრიდან გოლი გაიტანა. გულშემატკივარი უბრალოდ გაგიჟდა. ბიჭებს ვუთხარი, რომ ეს ძალიან დიდი უსამართლობა იყო და გოლი უნდა გაგვეშვა. 20 წუთის შემდეგ პენალტი დაინიშნა ჩვენს კარში, მაგრამ ჩვენს მცველს ბურთი ხელზე საჯარიმოს გარეთ მოხვდა. მათი მწვრთნელი ჩემთან მოვიდა და მითხრა: „კი მაგრამ, ვარდებით“. თამაშის დასრულების შემდეგ პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღე, კლუბის პრეზიდენტმა გადადგომა მთხოვა, თუმცა მასთან დღემდე ვმეგობრობ.

- თქვენი ჩასვლის შემდეგ ტაშკენტში მაყურებელთა რაოდენობა სტადიონზე გაიზარდა?

- დიახ. ადრე ხუთიდან ცხრა ათასამდე მაყურებელი მოდიოდიდა, ახლა - 20 ათასი. აზიის ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტი მოდის. სულ მალე ჩვენ აზიაში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი გვექნება და მერე უფრო მეტი მოვა.

- ტაშკენტში გადასვლის შემდეგ ქართულ სამზარეულოს უზბეკური ამჯობინეთ...

- მომწონს ყველაფერი, უკვე გურმანი ვარ. იმდენად მომეწონა, რომ 5 კილოგრამი მაქვს დასაკლები.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.108132
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X