ფეხბურთი

21:31 | 11.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გლდანში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, თბილისის მერთან კახა კალაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გლდანის რაიონში მიმდინარე სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა მოინახულა.

პროექტის ფარგლებში ადგილზე ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული და მინი მოედნები მოეწყობა, ტრიბუნითა და ადმინისტრაციული შენობით. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფას პროგრამა “ფორვარდის” დაფინანსებით მიმდინარეობს, 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონია 2019 წლის 8 ნოემბერს გაიმართა.

0.119999