ფეხბურთი

18:27 | 9.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი დასრულდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მე-6 მოდული გაიმართა. სწავლების ფარგლებში კურსის მონაწილეებმა სტანდარტულების შესახებ იმსჯელეს.

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცეზნიის მე-6 მოდულის სწავლება დისტანციურ რეჟიმში წარიმართა. ასევე მოხდა სასწავლო ვიდეოებისა და სხვადასხვა საჭირო მასალების გაზიარება. აღნიშნული მოდულით უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის სასწავლო ნაწილი დასრულდა.

სასწავლო ნაწილის დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეები შესაბამის ტესტირებას გაივლიან, რის შედეგადაც სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტი კონკრეტული მონაწილეების მასტერ-ტესტზე დაშვების გადაწვყვეტილებას მიიღებს.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113241