ფეხბურთი

15:17 | 5.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გულშემატკივრები "ბენფიკას" ავტობუსს თავს დაესხნენ, ორი ფეხბურთელი დაშავდა

ლისაბონის „ბენფიკას“ გულშემატკივართა ჯგუფი საკუთარი გუნდის ავტობუსს თავს დაესხა და ქვები დაუშინეს. ინციდენტი გუშინ „ტონდელასთან“ (0:0) მატჩის შემდეგ მოხდა.

არიან დაშავებულებიც. როგორც პორტუგალიური მედია წერს, „არწივების“ ფეხბურთელების, იულიან ვაიგლი და ანდრია ჟივკოვიჩი საავადმყოფოში გადაიწყვანეს. სერბს შუშის ნამსხვრევები თვალში მოხვდა, ხოლო ვაიგლმა შოკი განიცადა. საქმე ისაა, რომ გერმანელს ავტობუსზე ძალადობრივი შეტევა „დორტმუნდში“ თამაშის დროსაც ჰქონდა გადატანილი და როგორ ჩანს, მისი მეორედ გადახდომა ფსიქოლოგიურად რთული გამოდგა.

„ბენფიკამ“ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ მაქსიმალურად ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან დამნაშავეების გამოსავლენად. დაშავებულ ფეხბურთელთა მდგომარეობა კი სერიოზული არ აღმოჩნდა.

თეგებიბენფიკა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11317