ფეხბურთი

21:45 | 2.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელი გვარად მაკდონალდი მოედანზე ბურგერ კინგის წარწერით გავიდა

კოსტა რიკული „ალახუელენსეს“ ფეხბურთელი ჯონათან მაკდონალდი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა და ეს კრეატიული იდეის წყალობით მოახერხა.

1 ივნისს, „დეპორტივო საპრისასთან“ შეხვედრაში მაკდონალდი მოედანზე „ბურგერ კინგის“ წარწერით გამოჩნდა. მოგეხსენებათ, „მაკდონალდსი“ და „ბურგერ კინგი“ ისტორიული კონკურენტები არიან.

სხვათა შორის, ჯონათან მაკდონალდი სამშობლოში საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელია და კოსტა რიკის ეროვნულ ნაკრებში 15 თამაშიც აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112615