სხვა

18:11 | 2.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფლოიდ მეივეზერი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს

ყოფილი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი აშშ-ში მოკლული ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს. მეივეზერი ფლოიდის ოჯახის წევრებს ტელეფონით ესაუბრა და მათ მისი წინადადება მიიღეს.

ჯორჯს 9 ივნისს, ჰიუსტონში დაკრძალვენ, სადაც დაიბადა და გაიზარდა.

„ის ალბათ გაგიჟდება, როდესაც გაიგებს, რომ ეს საჯაროდ ვთქვი, მაგრამ დიახ, გადაიხდის დაკრძალვის ხარჯებს“, - თქვა Mayweather Promotions-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლეონარდ ელერბმა ESPN-თან საუბარში.

შეგახსენებთ, ჯორჯ ფლოიდი რამდენიმე დღის წინ მინეაპოლისში პოლიციელმა მოკლა, რასაც მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა.

0.114608