ფეხბურთი

17:44 | 31.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "ცხოვრება და ფეხბურთი არასდროს იქნება ისეთი, როგორც ადრე"

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელი ლიონელ მესი მიიჩნევს, რომ პოსტკორონავირუსული ცხოვრება ძველებური აღარ იქნება. როგორც არგენტინელმა El Pais-ს განუცხადა, ეს ყველაფერი უსამართლობაა.

„ფეხბურთი არასდროს იქნება იგივე, როგორც აქამდე. თუმცა, არამხოლოდ ფეხბურთი, არამედ ცხოვრებაც აღარასდროს იქნება იგივე. ყველა ჩვენგანს გვაქვს ეჭვი იმაში, როგორ გამოიყურება სამყარო იმის შემდეგ, რაც მოხდა.

ყველაფერი შეიცვალა, ბევრ ადამიანს გაუჭირდა, როგორც მორალელურად, ისე ფინანსურად. ისევე როგორც მათ, რომლებმაც ოჯახის წევრები და მეგობრები დაკარგეს ისე, რომ ვერც კი შეხვდნენ. ვფიქრობ, ამ კრიზისში ბევრი უარყოფითი მოხდა, მაგრამ არაფერია იმაზე ცუდი, ვიდრე იმ ხალხის დაკარგვა, ვინც გიყვარს. ეს უზარმაზარ იმედგაცრუებას ქმნის და ყველაზე დიდი უსამართლობაა“, - თქვა მესიმ.

0.115733