სხვა

12:59 | 29.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

IOC-ის კომისიებში ქალთა წარმომადგენლობა 47,7 პროცენტამდე გაიზარდა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, IOC-ის 30 სხვადასხვა კომისიაში შემავალ ქალთა წარმომადგენლობა 47,7 პროცენტამდე გაიზარდა.

2019 წელს ეს მაჩვენებელი 45,5 პროცენტს შეადგენდა. პროცენტული ზრდა განაპირობა 2020 წელს IOC-ის ორი კომისიის ხელმძღვანელად ქალების დანიშვნამ. ამჟამად IOC-ის 30-დან 11 კომისიას ქალები უდგანან სათავეში.

„სპორტში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალების დაწინაურება გუნდური ძალისხმევის შედეგია. IOC-ის კომისიებში ქალთა წარმომადგენლობის ზრდით და ხელმძღვანელ თანამდებობზე ქალთა რიცხვის მატებით IOC-ს უფრო მეტად ესმის მათი ხმა და ქალთა შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის მძლავრი პლატფორმის მეშვეობით, რომელსაც გვთავაზობს სპორტი გენდერული თანასწორობისთვის," - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

GEONOC.ORG.GE

0.112113