ფეხბურთი

1:32 | 29.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფა ჩემპიონთა ლიგას ძირეულად შეცვლის: ნეიტრალური სტადიონები და "ოთხთა ფინალი" ახალ ქვეყანაში

ევროპაში ფეხბურთი ნელ-ნელა ბრუნდება და უეფასაც კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი, რომ ევროტურნირების სეზონი დაასრულოს, თან ისე, 31 აგვისტომდე ვადაში რომ ჩაეტიოს.

Sky Sports-ი ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებით ახალ ცნობებს გვაწვდის. ე.წ „ოთხთა ფინალის“ ვარიანტი აქამდეც არაერთხელ წამოწეულა წინა პლანზე და ახლაც ყველაზე რეალურ ვარიანტად რჩება.

თუმცა, მანამდე მერვედფინალური მატჩები (სავარაუდოდ 7-8 აგვისტო) და მეოთხედფინალები (ალბათ 13-14 აგვისტო) უნდა გაიმართოს. აღსანიშნავია, რომ 1/4 ფინალში საუბარია მშრალ, ერთმატჩიან დაპირისპირებებზე, რომლებიც ნეიტალურ სტადიონებზე ჩატარდება (ადგილი ჯერ ცნობილი არაა).

რაც შეეხება „ოხთა ფინალს“, აქამდე მისი ჩატარება სტამბოლიში განიხილებოდა და ახლაც დგას ეს საკითხი დღის წესრიგში, თუმცა, ჰორიზონტზე მეორე ჰიპოთეზა, ე.წ B გეგმა გამოჩნდა, რომლის თანახმად, ნახევარფინალებსა და ფინალს გერმანია უნდა დაუხვდეს.

რატომ გერმანია? პასუხი მარტივია, რადგან ალემანიაში პირველი განაახლეს ფეხბურთი, თამამი ნაბიჯი გადადგეს და მთელ მსოფლიოს დაანახეს სისტემის გამართულობა. როგორ უნდა ითამაშო ფეხბურთი უსაფრთხოების ნორმების დაცვით კორონავირუსის პანდემიის პარალელურად.

ცხადია, ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ განხილვის სტადიაშია და წესით, უეფა საბოლოო გადაწყვეტილებას 17 ივნისს დაგეგმილ აღმასკომის სხდომაზე მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112819