ფეხბურთი

18:51 | 28.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის განახლების თარიღი ცნობილია

ინგლისის პრემიერლიგა 17 ივნისს განახლდება. აღნიშნულ ინფორმაციას The Telegraaph-ი ავრცელებს და მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანში თავად პრემიერლიგის ვებგვერდიც ოფიციალურად დაადასტურებს.

17 ივნისს ინგლისის ჩემპიონატი „ასტონ ვილა“ – „შეფილდ იუნაიტედისა“ და „მანჩესტერ სიტი“ – „არსენალის“ შეხვედრებით განახლდება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის დასრულებამდე 9 ტურია დარჩენილი და ლიდერი „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ 25 ქულით უსწრებს.

0.114344