სხვა

19:51 | 26.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

იაპონია არ განიხილავს გადავადებული ოლიმპიური თამაშების გაუქმებას

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, იაპონია არ განიხილავს 2021 წლამდე გადავადებული ოლიმპიური თამაშების გაუქმებას. ამ დოკუმენტის თანახმად, ტოკიო-2020 ერთგულია თამაშების გეგმისამებრ ჩატარების ვალდებულებისა, მჭიდროდ თანამშრომლობს IOC-თან და უშუალოდ პრეზიდენტ თომას ბახთან ყოველკვირეული კონსულტაციების მეშვეობით.

„ახალი ვადები უკვე განსაზღვრულია. დღეს ჩვენი ამოცანაა მომავალ ზაფხულს თამაშების გასამართად უკეთესი პირობების შექმნა. ძალ-ღონეს არ ვიშურებთ 2021 წელს თამაშების უსაფრთხო და სტაბილურ გარემოში ჩასატარებლად," - აღნიშნულია ტოკიო-2020-ის განცხადებაში.

24 მარტს იაპონიის ხელისუფლებამ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაავადეს.

30 მარტს ტოკიოს და იაპონიის მთავრობებმა XXXII ოლიმპიური თამაშების ახალი თარიღები შეათანხმეს. ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114227