ფეხბურთი

0:35 | 25.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გადაწყვეტილება ერთად უნდა მივიღოთ" - სერია A-ს განახლების ორი თარიღი დასახელდა

იტალიის სერია A განახლებასთან ახლოსაა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობისა და ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი გადაწყვეტილებით 14 ივნისამდე სპორტულ აქტივობებს ვეტო აქვს დადებული, სეზონის განახლების ერთ-ერთ ვარიანტად 13 ივნისი მაინც განიხილება.

იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ TG3-სთან საუბარში დაადასტურა, რომ სეზონის განახლების ორ ვარიანტზე მუშაობენ.

„სერია A-ს განახლების ორი შესაძლო თარიღია 13 და 20 ივნისი. 28 მაისს მე უკვე მოვიწვიე შეხვედრაზე საფეხბურთო სფეროს წარმომადგენლები, რომ ერთად შევაფასოთ სეზონის გადატვირთვის შესაძლო ვარიანტები და ერთად შევძლოთ გადაწყვეტა როდის განვაახლებთ ჩემპიონატს. ჩვენ უნდა დავაწესოთ ის წესები, რომლებიც სეზონის განახლების შესაძლებლობას მოგვცემენ“, - აღნიშნა სპადაფორამ.

შეგახსენებთ, სერია A-ს დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი, გათამაშებას „იუვენტუსი“ ლიდერობს და „ლაციოს“ 1 ქულით უსწრებს.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111244