სხვა

16:51 | 24.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ კოუტსი: "ტოკიო-2020 შესაძლოა გახდეს სრულიად განსხვავებული იმისგან, რასაც მივეჩვიეთ"

ტოკიო-2020-ის საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელი, იმავდროულად - ავსტრალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჯონ კოუტსი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიით გადავადებული ოლიმპიური თამაშების გამო, ორგანიზატორები „რეალურ პრობლემებს" შეეჯახნენ და ტოკიო „სრულიად განსხვავებული" ოლიმპიური თამაშებისთვის უნდა მოემზადოს.

ჯონ კოუტსის თქმით, ჩვენ ვდგავარ იმ რეალობის წინაშე, რომ თამაშების დაწყებამდე COVID-19-ის ვაქცინა ან არ გვექნება, ან გვექნება, მაგრამ - ჯერ კიდევ არასაკმარისი რაოდენობით.

„რეალური პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით, რადგან საქმე გვაქვს 206 ქვეყნის ათლეტებთან. ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელიც ავსტრალიის მსგავსად უმკლავდება ვირუსს. ტოკიოში უნდა მივიღოთ 11 ათასი ათლეტი, 5 ათასი ოფიციალური პირი და მწვრთნელი, მედიის 20 ათასი წარმომადგენელი, პლუს საორგანიზაციო კომიტეტში მომუშავე 4 ათასი ადამიანი და ასევე 60 ათასი მოხალისე. ერთი სიტყვით, უამრავ ადამიანზეა საუბარი. თამაშები თუ ჩატარდება, ეს უნდა მოხდეს 2021 წელს. მისი კიდევ გადავადება არ შეგვიძლია. ასევე უნდა დავუშვათ, რომ არ გვექნება ვაქცინა ან თუ იქნება, არასაკმარისად იქნება იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს ეყოს.

წლეულს ოქტომბერში თუ გამოიკვეთა, რომ ვირუსის შეკავება შესაძლებელი ხდება, მაგრამ საბოლოოდ მისი განადგურება ვერ ხერხდება, განსხვავებული სცენარების შემუშავებას შევუდგებით. ერთი რამ ცხადია - ეს თამაშები შესაძლოა გახდეს სრულიად განსხვავებული იმისგან, რასაც მივეჩვიეთ," - განაცხადა ჯონ კოუტსმა.

GEONOC.ORG.GE

0.114265