ფეხბურთი

11:02 | 24.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში კორონავირუსის მორიგი ორი შემთხვევა დაფიქსირდა

ინგლისის პრემიერლიგაში კორონავირუსის მორიგი ტესტირება ჩატარდა და გაირკვა, რომ ორი სხვადასხვა კლუბის ორი წარმომადგენელი დაინფიცირებულია.

„პრემიერლიგა ადასტურებს, რომ 19, 21 და 22 მაისს 996 ფეხბურთელსა და კლუბის თანამშრომლებს შორის COVID-19-ის ტესტირება ჩატარდა და ორ შემთხვევაში პასუხი დადებითია“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

დაინფიცირებულთა ვინაობა ამ დროისთვის ანონიმურია და ორივე სავალდებულო კარანტინში იყოფება.

აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგაში 17-18 მაისს 748 ადამიანს ჩაუტარდა ტესტი და კორონავირუსის 6 შემთხვევა დადასტურდა.

0.103026