ფეხბურთი

20:18 | 23.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სანქტ პაული" ფეხბურთის ისტორიაში ჩაეწერა

გერმანიის II ბუნდესლიგის მატჩი „დარმშტადტსა“ და „სანქტ პაულს“ შორის ფეხბურთის ისტორიაში ჩაეწერა. უფრო კონკრეტულად სტუმართა გუნდი, რადგან პირველად ოფიციალურ შეხვედრაში 4 ცვლილება ერთდროულად გამოიყენეს.

„სანქტ პაულის“ მთავარმა მწვრთნელმა 61-ე წუთზე გადაწყვიტა 4 ფეხბურთელი შეეცვალა და თამაშში გარდატეხა შეეტანა. თუმცაღა, ჩანაფიქრი არ გამოუვიდა, მისი გუნდი 0:4 განადგურდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ფიფამ კლუბებს 5 ცვლილების განხორციელების უფლება მისცა.

0.103201