ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ შესაძლოა კორონავირუსის შიშის გამო სეზონი გამოტოვოს, ცხადია იმ შემთხვევაში თუ განახლდება.
ფრანგი ფეხბურთელი სამშაბათიდან მოყოლებული კლუბთან ერთად ბაზაზე არ იმყოფება და სახლში ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მიზეზი კორონავირუსის საფრთხეა. 2018 წელს „ლესტერში“ ერთ-ერთი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ნგოლომ გონება დაკარგა, ხოლო შემდეგ იმავე წელს ძმა გულის შეტევის გამო დაკარგა.
„ჩელსიმ“ გაითვალისწინა კანტეს შიში და სახლში მომზადების ნება დართო. კანტე თვითიზოლაციაში იქამდე დარჩება, სანამ თავს უსაფრთხოდ არ იგრძნობს.
შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერლიგა 13 მარტს შეწყდა და მისი განახლება ივნისის შუა რიცხვებში ივარაუდება, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალურად თარიღი უცნობია.