სხვა

11:56 | 23.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

FINA-მ მოკლე წყლის მსოფლიოს ჩემპიონატის ახალი თარიღები გამოაცხადა

საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციამ (FINA) ერთი წლით გადავადებული (25 მ) 2020 წლის ე.წ. მოკლე წყლის მსოფლიოს ჩემპიონატის ახალი თარიღები გამოაცხადა.

თავდაპირველად შედგენილი კალენდრით, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის წლეულს 15-20 დეკემბერს უნდა ემასპინძლა დუბაის, ახალი თარიღით კი ჩემპიონატი 2021 წლის 13-18 დეკემბერს ჩატარდება. FINA-ს განმარტებით, ჩემპიონატის კალენდარში შესაბამისი ცვლილებების მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.

მოკლე წყლის მსოფლიოს ჩემპიონატები 25-მეტრიან აუზში ეწყობა და ძირითადად 200 მეტრ და ნაკლებ მანძილებზე ასპარეზობებს ითვალისწინებს.

FINA-მ მაისის დასაწყისში ფუკუოკას (იაპონია) საწყოლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატის ახალი ვადებიც განსაზღვრა. თავდაპირველი გეგმით, ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო 2021 წლის 16 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, მაგრამ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადაავადა (23 ივლისი - 8 აგვისტო), ადრე დათქმულ დროს მსოფლიოს პირველობის ჩატარება შეუძლებელი გახდა. შედეგად, მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება გადაწყდა 2022 წლის 13-29 მაისს.

GEONOC.ORG.GE

0.114345