ფეხბურთი

16:14 | 22.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" ყოფილი მწვრთნელი გარდაიცვალა

მილანის „ინტერის“ ყოფილი მწვრთნელი ჯიჯი სიმონი 81 წლის ასაკში გარდაიცვაილა. ინფორმაცია იტალიურმა მედიამ გაავრცელა.

სიმონი გასული წლის ივნისში დაავადდა, როდესაც ინსულტი გადაიტანა. იტალიელ სპეციალისტს არაერთი გუნდი გაუწვრთნია, მაგრამ ყველაზე დიდ წარმატებას „ინტერში“ მიაღწია, რომელსაც 1997-1998 წლების სეზონში წვრთნიდა.

მაშინ ჯიჯი სიმონის დარიგებულმა „ნერაძურიმ“ უეფას თასი მოიგო, ხოლო იტალიის სერია A-ში მეორე ადგილი დაიკავა. სხვადასხვა პერიოდში კი უამრავ გუნდში იმუშავა, მათ შორის, „ლაციოში“, „ჯენოაში“, „ნაპოლიში“, „პიაჩენცაში“, „ანკონასა“ და „სიენაში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115436