თამაშგარე

11:39 | 22.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კანადელი მეჩოგნე და ლარის კურსის ცვალებადობა

კანადელი მეჩოგნე ქალი ეჟენ (ეუხენია) ბუშარი უკვე სამ წელზე მეტია რაც თავითაა გადაშვებული ფოტოსესიების ოცობოდიაში და უნდა ითქვას, რომ თავისი სხეულის წესით დაფარულ ადგილებს ისე ოსტატურად ამზეურებს, რომ ბევრ გამოცდილ და პროფესიონალ მოდელს დაუყენებს თვალს.

ეუხენია ბუშარს ცოტა ხნის წინ განსაკუთრებულად ნაყოფიერი ვიზიტი თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბოლში ქონდა, სადაც თურქული ტელესერიალების ერთ-ერთმა ცნობილმა კომპანიამ კონტრაქტით დააჯილდოვა და იმ კონტრაქტითვე გადაწყდა, რომ ზამთრის დიდი შესვენების დროს მან ერთ-ერთ თურქულ “საპნის ოპერაში“ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

სანამ ეჟენ ბუშარი ასეთ ბულვარულ ამბებშია და გადი-გამოდიშია, მისი სპორტული აგენტი თურმე ნამეტნავად დიდ განსაცდელში იმყოფება. ადამიანს ვერ გაურკვევია მისი კლიენტი როდის სად წავა, როდის რომელ ტურნირში ჩაებმება. ნერვიულობს და დადის ასე ზევით-ქვევით ლარის კურსივით...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141683