სხვა

11:06 | 22.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახი: ტოკიოს თამაშების მაყურებლის გარეშე ჩატარება არ გვსურს

IOC-ის პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, COVID-19-ის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სოციალური დისტანცირების დაცვით ან დახურულ კარს მიღმა ჩატარების სცენარი სპეკულაციებს იწვევს. მისი თქმით, მას არ სურს, რომ ტოკიოს თამაშები მაყურებლის გარეშე ჩატარდეს.

„ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვსურს. ოლიმპიური სული ის არის, რაც აერთიანებს გულშემატკივრებს. თამაშების უნიკალურობა სწორედ იმაშია, რომ მას შეუძლია ოლიმპიურ სტადიონზე გააერთიანოს მთელი მსოფლიოს გულშემატკივრები,"- განაცხადა თომას ბახმა.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113832