ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა იააპ სტამმა, რომელიც ამჟამად სამწვრთნელო ასპარეზზე მუშაობს, ამერიკული „ცინცინატი“ ჩაიბარა.
ინფორმაცია MLS-ის გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. თუმცა, სწორედ ამ დროს კურიოზული იაღლიშიც მოუვიდათ.
„ცინცინატის“ ტვიტერზე სტამის წარმდგენ პოსტში ფოტო შეცდომით განათავსეს და იააპის ნაცვლად „აიაქსის“ ახალგაზრდული გუდნის მწვრთნელი ტინუს ვან ტეუნენბროკის სურათი წარუდგინეს გულშემატკივრებს.
ცხადია, „ცინცინატის“ სოციალური მედიის მენეჯერმა შეცდომა მალევე გამოასწორა, მაგრამ კურიოზს თავი მაინც ვერ აარიდა. აქვე გეტყვით, რომ სტამი გასულ ზაფხულს როტერდამის „ფეიენოორდში“ დაინიშნა და თბილისშიც იმყოფებოდა „დინამოსთან“ დაპირისპირებისას, მაგრამ როტერდამელებმა წარუმატებელი შედეგების გამო მალევე დაითხოვეს.