სხვა

11:19 | 21.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ANOC ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისთვის დამატებით დაფინანსებას უზრუნველყოფს

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ (ANOC) გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფა გადაწყვიტა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს ANOC-ის მოქმედი პრეზიდენტის რობინ მიტჩელის, ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნის გუნილა ლინდბერგის და ოლიმპიური სოლიდარობის დირექტორის ჯეიმს მაკლეოდის ვიდეოკონფერენციაზე.

ANOC-ს ეოკ-ებისთვის ფინანსური დახმარების ოდენობა ჯერ არ დაუკონკრეტებია, თუმცა განმარტავს, რომ თანხის მოძიება შესაძლებელი გახდება ANOC-ის გაუქმებული გენერალური ასამბლეისთვის გათვალისწინებული სახსრებიდან. ასამბლეისთვის წლეულს სეულს უნდა ემასპინძლა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მომავალ წლამდე გადავადდა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გენერალური ასამბლეის ბიუჯეტი 5,2 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა.

„ეოკ-ებს მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი გამოწვევები და სირთულეები ელით. ჩვენ სოლიდარულები ვართ ყველასთან, ვინც ამ დღეში აღმოჩნდა. ჩვენი ვალია შეძლებისდაგვარად მხარში ამოვუდგეთ თითოეულ ეოკ-ს. სპორტსმენების, მომსახურე პირების და ყველა დაინტერესებული მხარის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია. იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ფინანსური შედეგები ამ საშინელი პანდემიის შემდეგაც საგრძნობი იქნება ეოკ-ებისთვის.

ამგვარად, ANOC-მა გადაწყვიტა დამატებითი ფინანსებით დაეხმაროს ყველა 206 ეოკ-ს, რათა უკეთ აღვჭურვოთ ისინი ამ გამოწვევებისთვის, ტოკიო-2020-თვის თავიანთი ათლეტების უკეთ მოსამზადებლად," - განაცხადა რობინ მიტჩელმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117704