ფეხბურთი

1:19 | 21.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"პირველი დღე სკოლაში" - კლოპი ვარჯიშის განახლებამ 46 წლით უკან დააბრუნა

ინგლისურმა „ლივერპულმა“ ვარჯიში განაახლა და იურგენ კლოპმა პირველი კომენტარი გააკეთა. გერმანელმა საწვრთნელი პროცესის განახლება სკოლაში წასვლის პირველ დღეს შეადარა.

„ვარჯიშზე დაბრუნება ისევეა, როგორც პირველი დღე სკოლაში. 46 წლის წინანდელი გრძნობა დამეუფლა. დღეს ჩვეულებრივზე ადრე გამეღვიძა, ჩავიცვი ფორმა და წავედი სავარჯიშო მოედანზე. კარგი იყო. ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთელები ისევ ვნახე, ყველა კარგ ხასიათზე და ფორმაში იყვნენ.

არ ვიცით რა დრო დასჭირდება სეზონის ფინალური ნაწილისთვის მზადებას ან მომდევნო სეზონისთვის. აშკარაა, რომ ამხანაგური მატჩების გარეშე მოგვიწევს მომზადება, მხოლოდ ერთმანეთში თამაშით. ერთის მხრივ ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მიეცათ, თუნდაც ეს არ ყოფილიყო გეგმიური შვებულება.

ვირუსის გამო შეშფოთება დიდი იყო, პროტოკოლი კარგია, ვვარჯიშობთ უსაფრთხო ადგილებში და უბრალოდ კარგ ამბებს ველოდებით“, - თქვა კლოპმა.

0.122375