ფეხბურთი

14:35 | 20.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: "ფეხბურთი ფანებთან ერთად ძალიან მალე დაბრუნდება"

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ფეხბურთის ფანებთან ერთად დაბრუნებას ოპტიმისტურად უყურებს.

„ეს ვირუსი სამუდამოდ არ გაგრძელდება. ვფიქრობ ის იმაზე ადრე დასრულდება, ვიდრე ჩვენ გვგონია. ახლა შემცირების ტენდენციისკენ მიდის და ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მის აღმოფხვრას ხელი შევუწყოთ.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და არ მომწონს აპოლიტიკური შეხედულება, რომ უნდა ველოდოთ მეორე, მესამე ტალღებს და თუნდაც მეხუთეს.

მზად ვართ გავითვალისწინოთ ხელისუფლებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და დარწმუნებული ვარ კარგი ფეხბურთი ძალიან მალე დაბრუნდება“, - განაცხადა ჩეფერინიმ The Guardian-თან საუბარში.

აქვე გეტყვით, რომ სლოვენიელის თქმით, შესაძლოა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების რაოდენობა შემცირდეს.

0.113182