ფეხბურთი

11:43 | 20.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალისთვის" იდეალური ფეხბურთელი იყო" - მიატოვიჩმა სატრანსფერო სინანული დაასახელა

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მენეჯერმა პრედრაგ მიატოვიჩმა განაცხადა, რომ კარლოს ტევესის „სამეფო კლუბში“ ძალიან უნდოდა. სერბმა არგენტინელს სინანული უწოდა, რადგან ის „რეალს“ იდეალურად შეეფერებოდა.

„არგენტინელი ფეხბურთელი, რომლის „რეალში“ მიყვანა ყველაზე მეტად მინდოდა, კარლოს ტევესი იყო. როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა, ერთმანეთს შევხვდით, მას დიდი სურვილი ჰქონდა მადრიდში გადმოსვლის, მაგრამ როგორც ზოგჯერ ფეხბურთში ხდება, ეს ბევრი მიზეზის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა.

იმ დროს „რეალისთვის“ იდეალური ფეხბურთელი იყო. ბევრ გოლს იტანდა, ლიდერი და კარგი თანაგუნდელი გახლდათ. არასდროს ნებდებოდა და 90 წუთი ყველა ბურთზე იბრძოდა“, - თქვა მიატოვიჩმა.

შეგახსენებთ, კარლოს ტევესს ხანგრძლივ კარიერაში არათუ „რეალში“, არამედ ესპანეთში საერთოდ არ უთამაშია. კარიერის გამორჩეული პერიოდი კი „მანჩესტერ იუნაიტედში“, „მანჩესტერ სიტისა“ და „იუვენტუსში“ გაატარა.

0.062667