ფეხბურთი

19:51 | 19.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა დადასტურდა

ინგლისის პრემიერლიგის კლუბების, ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს შორის კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება ჩატარდა.

შედეგად, ცნობილი გახდა, რომ 6 ადამიანი დაინფიცირებულია და ყველა მათგანი კარანტინში გადავიდნენ.

„პრემიერლიგა ადასტურებს, რომ 17-18 მაისს 748 ადამიანს COVID-19-ის ტესტი ჩაუტარდა და მათ შორის ექვსი დადებითია, სამი კლუბის მონაწილეობით“, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის კლუბებმა დღეიდან მცირე ჯგუფებით ვარჯიში დაიწყეს, სეზონის განახლების თარიღი კი ამ ეტაპზე უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121312