ფეხბურთი

23:08 | 18.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიაში ფეხბურთი 14 ივნისამდე არ დაბრუნდება

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით სეზონის განახლება 14 ივნისამდე არ მოხდება. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ მიიღო.

„პრეზიდენტის მინისტრთა საბჭოს 17 მაისის ბრძანებულების შემდეგ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ გადაწყვიტა, რომ 14 ივნისამდე ქვეყანაში ჩემპიონატების განახლება დაუშვებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი და „იუვენტუსი“ „ლაციოს“ ერთადერთი ქულით უსწრებს.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11262