ფეხბურთი

20:20 | 17.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "ფეხბურთი უმაყურებლოდაც მშვენიერია"

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ უმაყურებლოდ ფეხბურთის თამაში ტრაგედია არაა. გერმანელის განცხადებით, ყველამ თავის დროზე უმაყურებლოდ თამაში დაიწყო და ფეხბურთი ყველა შემთხვევაში ლამაზია.

„ჩვენ ყველამ ფეხბურთის თამაში გულშემატკივრების გარეშე დავიწყეთ და ფეხბურთი გვიყვარს, არა სტადიონზე შექმნილი ატმოსფეროს გამო. რამდენიმე თვე დახურულ კარს მიღმა მოგვიწევს თამაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფეხბურთი ისეთივე მშვენიერი არ იქნება, როგორიც არის.

ვიმედოვნებ, რომ გერმანიაში განახლებული სეზონი სხვაგანაც იმოქმედებს და ინგლისშიც დაიწყება სეზონი. ჩვენ მზად ვიქნებით. ყველა გუნდმა თავისი მაქსიმუმი უნდა გაიღოს. იმის მიუხედავად როდის დაიწყება სეზონი, ყველას ერთი და იგივე დრო გვექნება მოსამზადებლად და მაქსიმალურად კარგ ფორმაში ვიქნებით“, - განუცხადა კლოპმა BBC-ის.

შეგახსენებთ, „ლივერპული“ პრემიერლიგას 25-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა.

0.110886