ფეხბურთი

15:25 | 17.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის განრიგი: მატჩები ყოველდღე და გვიან ღამით

გერმანიის ბუნდესლიგის შემდეგ ესპანეთის ლა ლიგის განახლების შანსი კიდევ უფრო გაიზარდა. As-ის ინფორმაციით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასა (RFEF) და ლა ლიგას შორის (LFP) შეთანხმება უკვე შედგა.

პრეზიდენტები ლუის რუბიალესი და ხავიერ ტებასი შეთანხმდნენ, რომ სეზონს ივნისის შუა რიცხვებში ან მაქსიმუმ იმავე თვის ბოლოს განაახლებენ.

მატჩები ყოველდღე გაიმართება, რომ სეზონის დასრულება აგვისტომდე შესაძლებელი გახდეს. ერთი გუნდის თამაშებს შორის ინტერვალი მინიმუმ 72 საათი იქნება. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მატჩების ნაწილი ესპანეთის დროით 20:00 საათზე, ხოლო უფრო ცხელ რეგიონებში 23:00 საათზე (ჩვენი დროით ღამის პირველ საათზე).

თუ ყველაფერი პროგრამის და გეგმის მიხედვით წარიმართება, ლა ლიგა 29 ივლისამდე დასრულდება, უეფას მიერ დაწესებული ვადის ამოწურვამდე.

თეგებილა ლიგა
0.111607