სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

14:01 | 17.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

სულ სხვანაირი ბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ფეხბურთის მოყვარულ ხალხს მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის გერმანიის საფეხბურთო კავშირის მიმართ, რომელმაც პირველმა მიიღო გაბედული გადაწყვეტილება და გუშინ გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. პანდემიის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო გუნდები უწინდელზე შედარებით ზანტად, დუნედ, უცნაურად და რაღაცნაირად მოშვებულად გამოიყურებიან. მაგრამ ალემანთა ქვეყანაში რაკი მაინც გაისმა ბურთზე ფეხის ძალუმად ბრახუნის ხმა, ეს ქომაგებისთვის სიამეც იყო და ერთგვარი დარდის გაქარწყლებაც.

მაგრამ, ასეთი ფეხბურთი რაკი არასდროს გვინახავს, გუშინ ბევრმა გულშემატკივარმა ნამდვილი შოკიც მიიღო. ეს შოკი ცარიელ სტადიონებს არ ეხება. უმაყურებლო სტადიონზე ბევრჯერ გვინახავს ფეხბურთი და მიუხედავად იმისა, რომ ეს მეტად უსიამოვნო რამაა, ნამეტნავად უცხო ხილი მაინც არ ყოფილა. ისედაც ყველა შეგუებული ვიყავით, რომ ბუნდესქვეყნის ლეგენდარული არენები გამოცარიელებულად გვენახა. საქართველოს ჩემპიონატის მხილველთ ცარიელი სტადიონი ისედაც არ გვიკვირს და ზოგი ჩვენებური კიდეც ხუმრობდა, ახლა ევროპელებმაც გაიგონ, ფეხბურთელებისთვის როგორი ცუდია ცარიელ სტადიონზე ბურთის გორებაო.

ქომაგთა გაოცება და უსიამოვნო ფიქრი ბუნდესლიგაში დაწესებულმა იმ ე.წ. სოციალურმა დისტანციამ განაპირობა, რომელიც თითქოს აუცილებელი და საჭიროა, მაგრამ მეორე მხრივ ცოტა აბსურდულიც აღმოჩნდა. ფეხბურთელებს ეკრძალებათ გატანილი გოლის აღნიშვნა და სიხარულით ერთმანეთთან ჩახუტება-მტლაშა-მტლუში. მაგრამ იგივე ფეხბურთელები მთელი თამაშის მანძილზე უამრავჯერ ხდებიან ერთმანეთს, ასუნთქებენ დაღლილი კაცის პირიდან ამოსულ ქშენით ნასუნთქ ჰაერს, ერთად დგებიან ცოცხალ კედელში, შედიან უშუალო კონტაქტში ბურთის ართმევის, ე. წ. "პადკატის" გაკეთების, მოტყუების დროს. ეს ყველაფერი რომ არ იყოს, მაშინ ხომ ფეხბურთიც უბრალოდ ვერ შედგებოდა. აბა რაღა აზრი აქვს იმას, მავანი ფეხბურთელი მიულოცავს თუ არა მეორეს გოლის გატანას? ეს რას ცვლის?...

სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელები და გუნდების მწვრთნელები დისტანცირებულად, პირბადეებით რომ სხედან, ესეც ბუნდესქვეყანაში დაწესებული რეგულაციის ნაწილია. იგივე ფეხბურთელები კი როდესაც მოედანზე გადიან, პირბადეებსაც იხსნიან, ცოცხალ კედელშიც გვერდით უდგებიან “მტერ-მოყვარეს“ და აქედან გამომდინარე, სრულიად აბსურდულ მნიშვნელობას იძენს, ეკეთება თუ არა მათ პირბადე მოედანზე გასვლამდე.

როგორც გვპირდებიან, გერმანიის პირველობის მსგავსად მალე ევროპის სხვა დიდი საფეხბურთო ჩემპიონატებიც განახლდება. სტადიონზე ხალხის დასწრება ყველგან გამორიცხეს, მაგრამ შესაძლებელია რეგულაციები სხვა ქვეყნებში გერმანიისგან განსხვავებული იყოს. ახლა გერმანიის ჩემპიონატი საყოველთაო დაკვირვების ქვეშაა და მომავალში ყველა მათ მაგალითზე იმოქმედებს. საქართველოს ჩემპიონატს კი უმაყურებლობა რომ ვერაფერს დააკლებს, ეს ისედაც ცხადია!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.308884
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X