სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

17:48 | 15.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

როდესაც "ლევერკუზენი" გახდა "ნევერკუზენი" - ამოტრიალებული ტრიპლეტი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

შაბათი, 20 მაისი, 2000 წელი, ბუნდესლიგის ბოლო ტური. „ლევერკუზენი“ მიუნხენის გარეუბანში „უნტერჰახინგს“ ესტუმრა. „ბაიერნი“ რამდენიმე კილომეტრში ჩრდილოეთით ბრემენის „ვერდერს“ მასპინძლობს. „ლევერკუზენს“ ჩემპიონობის მოსაპოვებლად ერთადერთი ქულაც ჰყოფნის, „ბაიერნთან“ 3-ქულიანი უპირატესობა აქვს.

ამის ნაცვლად ყველაფერი არაპროგნოზირებადი გახდა. „უნტერჰახინგმა“, რომელსაც საერთოდ არაფერში სჭირდებოდა ქულები, „ბაიერი“ 2:0 დაამარცხა. ანგარიში მიხაელ ბალაკის ავტოგოლით გაიხსნა, რომელმაც ეს წყევლა პრაქტიკულად კარიერის ბოლომდე გაჰყვა.

პარალელურად, მიუნხენში, „ოლმპიაშტადიონზე“ კარსტენ იანკერმა და პაულო სერჟიომ „ვერდერს“ საქმე საწყის 16 წუთში დაუმთავრეს. 90-ე წუთზე ბავარიაში ზეიმი დაიწყო, მაგრამ მხოლოდ მიუნხენელებისთვის. „ლევერკუზენმა“ „ვერცხლის სინი“ უარესი ბურთების ბალანსის გამო წააგო. ორივემ გუნდმა სეზონი 73-73 ქულით დაასრულა, მაგრამ „რეკორდმაისტერს“ უკეთესი ბალანსი ჰქონდა.

ასეთი შუადღე ალბათ გუნდისთვის ყველაზე საშინელებაა, თუმცა „ლევერკუზენის“ უიღბლობა ორი წლის შემდეგაც გაგრძელდა და ახალი მეტსახელი შეიძინა - Neverkusen (არასდროსკუზენი)

შაბათი, 27 აპრილი, 2002 წელი. ბუნდესლიგის ბოლოწინა ტური, „ლევერკუზენი“ ისევ ბავარიაში თამაშობს, ამჯერად „ნიურნბერგთან“. ტიტულისთვის ბრძოლა ახლა უკვე „დორტმუნდთან“ მიმდინარეობს, მაგრამ კლაუს ტოპმიოლერის (მოგვიანებით საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გახდა) გუნდი თითქმის მთელი სეზონი ლიდერის პოზიციაზეა, გარდა იანვარ-თებერვალს შორის, როდესაც პოზიცია დროებით დათმო, თუმცა მალევე დაიბრუნა, აშკარად დომინირებს და „ვერცხლის სინისკენ“ მიფრინავს. სეზონის დასრულებამდე 270 წუთია დარჩენილი (3 ტური) და „ფარმაცევტების“ უპირატესობა 5 ქულას შეადგენს. შემდეგ კი ეს მხოლოდ 2 ქულამდე დავიდა, რადგან სახლში ბრემენის „ვერდერთან“ დამარცხდა. გუნდის გარშემო ნეგატიური გრძნობები ინტენსიური ხდება. ჩემპიონობამდე ორი გამარჯვება რჩება, მაგრამ ენერგია მწირია. გუნდი ღირებულია, მაგრამ არაკონკურენტუნარიანი, რომ სამ ფრონტზე გამარჯვებისთვის იბრძოლოს. დიახ, აპრილის ბოლოს „ლევერკუზენი“ ტიტულისთვის არამარტო ბუნდესლიგაში, არამედ გერმანიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე იბრძოდა. 27 აპრილს ტრიპლეტზე ოცნება დაიწყო. იმ დღეს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 20 დღის განმავლობაში ყველაფერი გაქრებოდა.

„ჩვენ ფიზიკურ ზღვარს მივაღწიეთ. საკუთარი თავის რწმენა დაგვაკლდა გამარჯვებისთვის, რაც „ლევერკუზენის“ ისტორიამ განაპირობა. ხარისხი ყოველთვის გვქონდა, მაგრამ მუდამ რაღაც გვაკლდებოდა“.

ეს მიხაელ ბალაკის სიტყვებია, რომელიც ჟურნალ 11Freunde-ში მოგვიანებით გამოქვეყნდა. 2002 წელს ბალაკი 25 წლის იყო და მას პირადად საკუთარ თავზე ჰქონდა გადატანილი ორი წლით ადრე „უნტერჰახინგთან“ განცდილი დრამა. კრისტოფ დაუმის ხელში ის სრულყოფილი მოთამაშე გახდა, ხოლო შემდეგ ტოპმიოლერთან აბსოლუტური ვარსკვლავი. გუნდი მასზე იყო ადაპტირებული, მას კი მოედანზე თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული. შესაბამისად, ბევრჯერ სწორ პოზიციაზე აღმოჩნდა და სეზონში 23 გოლი გაიტანა ყველა ტურნირის ჩათვლით. ფენომენალური ციფრები და რა გასაკვირია, რომ 2002 წლის ზაფხულში „ლევერკუზენმა“ ზე რობერტოსთან ერთად „ბაიერნში“ გაყიდა, უფრო სწორედ „ბაიერნმა“ იყიდა... ცოტა ხანში მათ ლუსიოც შეუერთდა, რომელიც ამავე ფორმაციის „ლევერკუზენის“ ლიდერი იყო.

მოდით დავუბრუნდეთ 2002 წლის 27 აპრილს. ნიურნბერგში „მაქს-მორლოქსის“ სტადიონზე „ლევერკუზენმა“ საკუთარი თავი ვერ იპოვა. მარეკ ნიკლის თავურით მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, ხოლო „დორტმუნდმა“ ჰამბურგში 4:3 იმარჯვა. „ლევერკუზენს“ უკვე უნტერჰახინგის აჩრდილი არ ასვენებდა და საბოლოოდ აჩრდილმა გაიმარჯვა. „დორტმუნდმა“ „ბაიერს“ სატურნირო ცხრილში გადაასწრო. ბოლო ტურში „ლევერკუზენმა“ „ჰერტა“ დაამარცხა, პარალელურად „ბორუსია“ „ვესტფალენშტადიონზე“ „ვერდერთან“ მარცხდებოდა და იმედიც გაჩნდა, მაგრამ ამაოდ, „ყვითლებმა“ „ბრემენელ მუსიკოსებთან“ ვითარება გამოასწორეს, 2:1 მოიგეს და ჩემპიონობა გაიფორმეს. „ბაი არენაზე“ კიდევ ერთი ტანჯვის დრო დადგა, „ვერცხლის სინი“ 70 კილომეტრის დაშორებით უფრო ჩრდილოეთში გაემგზავრა.

ბევრი ამტკიცებს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს იყო ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელმაც გერმანიის ჩემპიონობა ვერ მოახერხა. იმ გუნდის მშენებლობა რამდენმე წლის წინ დაიწყო და ეტაპობრივად მიდიოდა მწვერვალისკენ, რომელსაც საბოლოოდ მაინც ვერ შესწვდა. კლუბმა რამდენიმე წლით ადრე ისეთი ფეხბურთელები გაყიდა, როგორებიც ემერსონი, ზე ელიასი, ძმები კოვაჩები იყვნენ. თუმცა სხვები შეინარჩუნეს, მაგალითად ოლივერ ნოივილი, ერთ-ერთი პირველი „ცრუ ცხრიანი“ ფეხბურთში. პატარა და სწრაფი თავდამსხმელი გოლის შესანიშნავი ალღოთი. იყვნენ სხვებიც, გერმანელები ბერნდ შნაიდერი, ულფ კირსტენი, კარსტენ რამელოვი და იენს ნოვოტნი, „ბაიერნის“ ნამდვილი ხატი. 2001 წლის ზაფხულში გუნდში მოვიდნენ მეკარე ჰანს-იორგ ბუტი, თურქი ფანტაზისტა ილდირაი ბაშთურქი, მანამდე 6 თვით ადრე კი, დიმიტარ ბერბატოვი, ლუსიო და არგენტინელი დიეგო პლასენტე. ცხადია გუნდის ლიდერებიც უნდა გავიხსენოთ ზე რობერტო და მიხაელ ბალაკი - ვარსკვლავი. სათადარიგო სკამზე საკმაოდ უცნობი მწვრთნელი, კლაუს ტოპმიოლერი იჯდა, მაგრამ მანამდე „ბოხუმში“ მისი მუშაობა ყველამ დადებითად შეაფასა.

„მიმართულება აშკარა იყო: „ვერცხლის სინის“ მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. ეს გუნდი მუშაობდა, ტოპმიოლერის უდიდესი სიძლიერე იყო მწვრთნელსა და მოთამაშეებს შორის ნდობის ურთიერთობის დამყარება“, - ამბობს ბალაკი იმავე ინტერვიუში.

ის „ბაიერი“ ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა. თამაშის სისტემა მეტად შემტევი იყო, 4-1-4-1. ნოვოტნი და ლუსიო დაცვის ცენტრში, მეტოქეებს ერთ-ერთზე გასაქანს არ აძლევდნენ და აგრესიულად ეთამაშებოდნენ, რაც გუნდს შეტევაში წასვლისთვის მეტ სითამამეს აძლევდა. რამელოვი მოედნის ცენტრს აკონტროლებდა, ბალაკს და ბაშთურქს მოედანზე თავისუფლება ჰქონდათ, ხოლო შნაიდერი და ზე რობერტო თამაშს ხარისხს და ფანტაზიას მატებდნენ. დაცვის ფლანგებზე სებეშენი (ან ჟივკოვიჩი) და პლასენტე ირჯებოდნენ. თავდასხმა? იქ ნოივილი იყო ახალგაზრდა ბერბატოვთან ერთად, პლიუს სათადარიგო სკამზე ვეტერანი კირსტენი. ეს ალბათ მოკლე გუნდი იყო, ძლიერი სათადარიგო სკამის გარეშე, მაგრამ არაჩვეულებრივად თვისობრივი და შერწყმული. ვერ წარმოიდგენდნენ, რომ სეზონში 60 თამაშის ჩატარება მოუწევდათ და ამ დროს ტრავმებთან გამკლავება, მაგალითად ნოვოტნის სერიოზული დაზიანება მაისში და დისკვალიფიკაციებთან ბრძოლა მოუწევდათ.

15 მაისი, 2002 წელი. ოთხი დღით ადრე „ლევერკუზენმა“ „შალკესთან“ გერმანიის თასის ფინალში წააგო 2:4 განსაკუთრებული ბრძოლის გარეშე. ორიდან ნული ტიტული - ჯერ ბუნდესლიგა, მერე გერმანიის თასი. ფსიქოდრამა უკვე მიმდინარეობდა, საწვავი ამოწურული იყო, სეზონში სათამაშო ერთადერთი მატჩი რჩებოდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, გლაზგოში, მადრიდის „რეალთან“, „გალაქტიკოსთან“. „ლევერკუზენს“ თამაშის წინ ორი პრობლემა ჰქონდა: ნოვოტნის ტრავმა და ზე რობერტოს დისკვალიფიკაცია. ტოპმიოლერმა ბრაზილიელი ბრადარიჩით ჩაანაცვლა, რომელიც 39-ე წუთზე ბერბატოვით შეცვალა. 6 წუთის შემდეგ კი ზიდანმა შედევრალური გოლი გაიტანა და მანამდე, რაულისა და ლუსიოს გოლები ყველას დაავიწყდა. „ლევერკუზენს“ მეორე ტაიმში მომენტები ჰქონდა, მაგრამ ბედი დაწერილი იყო, ვეღარ მოახერხა მეორედ გათანაბრება. საფინალო სასტვენი გაისმა. ტრიპლეტი პირიქით დაკომპლექტდა - ბალაკი და კომპანია სამი ტიტულის ნაცვლად უტიტულოდ დარჩა. გუნდს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე იმ სეზონში „იუვენტუსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“ და „ბარსელონა“, ხოლო ბუნდესლიგაში „ბაიერნი“ დაამარცხა, ხელში არაფერი შერჩა.

„ლევერკუზენში ხალხს დღემდე აინტერესებს ეს როგორ მოხდა, რამდენად იყო შესაძლებელი“, - ესეც ბალაკის სიტყვებია.

მოგვიანებით ტოპმიოლერმა თქვა, რომ ტიტულები ზედმეტადაა დაფასებული და უფრო მნიშვნელოვანია ლამაზი ფეხბურთის თამაში. იენს ნოვოტნი კი მიიჩნევს, რომ კრისტოფ დაუმი გუნდში რომ დარჩენილიყო, უფრო მეტ ტიტულს მოიგებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ორი წლით ადრე, 2000 წელს უნტერჰახინგული გამოცდილება საპირისპიროს ამტკიცებს.

„ლევერკუზენის“ მუზეუმში ისევ ორადორი ტიტული რჩება: 1988 წლის უეფას თასი და 1993 წლის გერმანიის თასი - მას შემდეგ თარო არასდროს შევსებულა. „ნევერკუზენი“ - სახელი და ფაქტი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.112185
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X