ფეხბურთი

16:39 | 15.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

შეიცვალოს პროტოკოლი - იტალიური კლუბების ნაწილი ვარჯიშზე უარს ამბობს

იტალიის სერია A-ს კლუბები 13 ივნისს სეზონის განახლებაზე კი შეთანხმდნენ, მაგრამ ჯერჯერობით მაინც სრული გაურკვეველობა სუფევს. საქმე ისაა, რომ 9 კლუბი უარს აცხადებს ვარჯიშების გუნდურად დაწყებაზე, რადგან დაწესებული პროტოკოლი არ მოსწონს.

იტალიაში მიღებული გადაწყვეტილებით, თუ ვარჯიშების ან სეზონის მიმდინარეობისას ერთი ფეხბურთელი მაინც დაინფიცირდება კორონავირუსით, მთელ გუნდს 14-დღიან კარანტინში გადასვლა მოუწევს. სწორედ ამას აპროტესტებს მილანის „ინტერი“ და მიიჩნევენ, რომ კარანტინში მხოლოდ დაინფიცირებული ფეხბურთელი უნდა აღმოჩნდეს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, „ნერაძურის“ მხარი დაუჭირა კიდევ რვა კლუბმა: „ნაპოლიმ“, „რომამ“, „ფიორენტინამ“, „ვერონამ“, „ბოლონიამ“, „სამპდორიამ“, „ბრეშამ“ და „ჯენოამ“.

სერია A-ს ხელმძღვანელობა კლუბებთან მორიგ შეხვედრას გეგმავს, რის შემდგომაც შესაძლოა დაწესებული პროტოკოლი გადაიხედოს და შეიცვალოს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ 13 ივნისს სეზონის განახლება ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

0.117251