თამაშგარე

13:07 | 15.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლავესს მისი სექსის გასაჯაროებით ემუქრებიან

არგენტინელმა ფეხბურთელმა ეზიკელ ლავესმა საფეხბურთო კარიერა რამდენიმე თვის წინ დაასრულა და როდესაც ყველას გვეგონა, რომ ეს კაცი ყველამ დაივიწყაო, აღმოჩნდა რომ ლავესის პირადი ცხოვრება ბულვარული მედიისთვის ჯერ კიდევ საინტერესოა. თუმცა რა ვუთხარით ასეთ პოპულარობას...

საქმე იმაშია, რომ მავანმა შანტაჟისტმა მუქარის წერილები მისწერა ეზიკელსა და მის ამჟამინდელ გულისსწორს, ბრაზილიელ მოდელ ნატალია ბორხესს იმასთან დაკავშირებით, რომ მათი სექსის ამსახველ ვიდეოკადრებს ფლობდა და ეს კადრები ინტერნეტში რომ არ დაედო, სანაცვლოდ 5 ათას დოლარს ითხოვდა.

შეიძლება ვეტერან მობურთალს დიდად არც ანაღვლებს ეს ამბავი, მაგრამ ნატალია ბორხესმა კი დიდი აურზაური ატეხა და საქმეში პოლიციაც ჩართო. საინტერესოა განა ისეთი რა უნდა იყოს იმ ვიდეოკადრებზე ასახული, რაც მრავლისმნახველ და მრავალკარანტინგამოვლილ საზოგადოებას ჯერ არ უხილავს...

0.110557