ფეხბურთი

22:56 | 14.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგამ კლუბებს შეღავათი დაუწესა, მაგრამ სეზონი საფრთხის წინაშეა - ფეხბურთელების უარი ვარჯიშზე

ინგლისის პრემიერლიგა კლუბებს უფლებას აძლევს ფეხბურთელები, რომელთაც კონტრაქტი 30 ივნისამდე გასდით, შეინარჩუნონ იქამდე, სანამ სეზონი დასრულდება.

აღნიშნული ინფორმაცია პრემიერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ მასტერსმა დაადასტურა.

„გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ გუნდებმა სეზონი იმავე შემადგენლობით დაასრულონ, როგორც დაიწყეს. მოთამაშეებს შეეძლებათ კონტრაქტის გახანგრძლივება 30 ივნისის შემდეგ სეზონის დასრულებამდე, მაგრამ ამაზე ორივე მხარე თანახმა უნდა იყოს“, - თქვა მასტერსმა.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ნებართვა გასცა პრემიერლიგის 1 ივნისის შემდგომ განახლებაზე. თუმცა, ინგლისში პრობლემა ამით არ სრულდება, რადგან ფეხბურთელთა უმეტესობა პანდემიის პარალელურად ვარჯიშზე კატეგორიულ უარს ამბობს.

ჯერჯერობით ინგლისის პრემიერლიგის განახლების თარიღზე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. შეგახსენებთ, „ლივერპული“ გათამაშებას 25-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, მაგრამ თუ სეზონი არ განახლდება, არავინ იცის გადაეცემა თუ არა „წითლებს“ ნანატრი ტიტული.

0.112342