სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

18:32 | 14.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სიომინი გაუშვეს, კვირკველიას "ლოკომოტივში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მოსკოვის „ლოკომოტივში“ იური სიომინის ხანა ოფიციალურად დასრულდა. როგორც „რკინიგზელთა“ ვებგვერდი იტყობინება, მიმდინარე წლის 1 ივნისიდან გუნდს სერბი მარკო ნიკოლიჩი გაწვრთნის.

„ლოკომოტივის“ დირექტორთა საბჭომ გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა და სიომინს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.

„დღეს გაიმართა დირექტორთა საბჭოს შეხვედრა, რომელზეც მარკო ნიკოლიჩი ერთხმად იქნა დამტკიცებული კლუბის მთავარ მწვრთნელად. სერბი სპეციალისტი მოვალეობის შესრულებას 2020 წლის 1 ივნისს შეუდგება“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

40 წლის მარკო ნიკოლიჩს აქამდე „რადის“, „ვოივოდინას“, „პარტიზანის“, ლუბლიანას „ოლიმპიასა“ და „უნგრული „ფეჰერვარის“ მწვრთნელად უმუშავია. ყველაზე დიდ წარმატებას „პარტიზანში“ მიაღწია, რომელსაც 2016-2017 წლების სეზონში დუბლი შეასრულებინა (ჩემპიონობა და თასი).

„ლოკომოტივმა“ ცხადია მადლობა გადაუხადა 73 წლის იური სიომინს, რომელმაც მოსკოველთა მთავარი წარმატებები გამოჭედა.

„კლუბის დირექტორთა საბჭო და ხელმძღვანელობა მადლობას უხდის იური სიომინს, მრავალწლიანი მუშაობისთვის, რომლის კონტრაქტი 2020 წლის 31 მაისს იწურება. მისი სახელი კლუბის ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელ გამარჯვებებს უკავშირდება და სამუდამოდ დარჩება ჩვენი კლუბის გულშემატკივრების გულებში. იური სიომინს გამძლეობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებთ“, - წერს რუსული გუნდის ვებგვერდი.

იური სიომინი „ლოკოს“ 1992-2005, 2009-2010 და 2016-2020 წლებში წვრთნიდა. ამ პერიოდში კი „რკინიგზელებს“, რუსეთის ჩემპიონატი (სამჯერ), რუსეთის თასი (ექვსჯერ) და რუსეთის სუპერთასი (სამჯერ) მოაგებინა. სიომინი განსაკუთრებით ენდობოდა ქართველ ფეხბურთელებს (ზაზა ჯანაშია, მალხაზ ასათიანი, მიხეილ აშვეთია, სოლომონ კვირკველია).

ამრიგად, ზაფხულიდან კვირკველიას „ლოკომოტივში“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება და თუ გუნდში დარჩენას გადაწყვეტს, მარკო ნიკოლიჩისთვის მოუწევს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.109759
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X