ავტოსპორტი

19:26 | 12.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის 2020 წლის სეზონი შეიძლება იანვარში დასრულდეს

ფორმულა 1-ის მფლობელ კომპანია „ლიბერტი მედიას“ შეფი ჩეის ქერი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ფ1-ის 2020 წლის სეზონის ბოლო რბოლა იანვარში გამართოს. მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები, გუნდები და FIA კალენდრის შეცვლილ ვერსიაზე მუშაობას აგრძელებენ და სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ. ამჟამად განიხილება ვერსია, რომლის შესაბამისადაც, სეზონი შუა დეკემბერში უნდა დასრულდეს.

„ლიბერტი მედიას“ ინვესტორთა წინაშე ჩართვისას, ქერიმ განმარტა, თუ რა გარემოებებმა შეიძლება გამოიწვიის სეზონის იანვრაში გადასვლა:
„ჩვენი მიზანი ისაა, რომ ჩემპიონატი დეკემბერში დავასრულოთ. დეკემბრის მეორე ნახევარში და არა დასაწყისში, როგორც კალენდრის პირვანდელ ვარიანტში გვქონდა. სავარაუდოდ, 13-14-ში. მაგრამ ჯერ განვიხილავთ და ვფიქრობთ, როგორ აჯობებს.

სეზონის იანვარში დასრულება ვარიანტია. ჩვენ შეიძლება ასეც გავაკეთოთ. მაგრამ ვფიქრობ, თუ შესაძლებელია, დეკემბერში დასრულება სჯობს. კარგი იქნება, თუ სეზონებს შორის ხანგრძლივი ინტერვალი გვექნება. ყველაფერს ჩვენს პრომოუტერებთან და პარტნიორებთან განვიხილავთ და როგორც უმჯობესი იქნება, ისე გადავწყვეტთ“, - ამბობს ქერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115999