სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:28 | 12.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

აშვეთიას დაუვიწყარი თამაში: დუბლი "შახტართან" და ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანილი "ლოკომოტივი" (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩემპიონთა ლიგის 2003-2004 წლების სეზონის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი მეტად საინტერესო დუელი შედგა. მოსკოვის „ლოკომოტივმა“ და დონეცკის „შახტარმა“ ჯგუფური ეტაპის საგზური ერთმანეთში გაითამაშეს.

13 აგვისტოს, დონეცკში, უკრაინელებმა ზვონიმირ ვუკიჩის გოლით მოიგეს და რუსეთის დედაქალაქს მცირე, მაგრამ მაინც უპირატესობით ესტუმრნენ.

ორ კვირაში, 2003 წლის, 27 აგვისტოს იური სიომინის გუნდმა დრამატულ ბრძოლაში „შახტარს“ 3:1 აჯობა (ორი მატჩის ჯამში 3:2) და ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. ამაში ქართველი ფეხბურთელის, მიხეილ აშვეთიას ძალიან დიდი წვლილი იყო.

აშვეთიამ მოსკოვურ მატჩში 28-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა ანგარიში და ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღადგინა, ხოლო ტაიმის მიწურულს ასეე თავით დუბლი შეასრულა და „რკინიგზელების“ უპირატესობა გაამყარა. მართალია, 71-ე წუთზე მარიუშ ლევანდოვსკიმ დაამწუხრა მოსკოველები და „შახტარი“ აშვეთიას დუბლის მიუხედავად ახლოს იყო ჯგუფურ ეტაპთან, მაგრამ 85-ე წუთზე სერგეი იგნაშევიჩის პენალტი გადამწყვეტი გამოდგა - 3:1 და ორი მატჩის ჯამში 3:2.

იმის მიუხედავად, რომ საბოლოო ჯამში გამარჯვების გოლი იგნაშევიჩმა გაიტანა, ცხადია, ამას ფასი არ ექნებოდა, რომ არა აშვეთიას ბრწყინვალე თამაში და მისი წვლილი იმ წარმატებაში ძალიან დიდი იყო.

სხვათა შორის, აღნიშნულ სეზონში „ლოკომოტივმა“ „არსენალთან“, „ინტერთან“ და კიევის „დინამოსთან“ ჭიდილში ჯგუფიდან გასვლა მოახერხა და მერვედფინალში მომავალ ფინალისტ „მონაკოსთან“ დრამატულად წააგო შინ გაშვებული გოლით (2:1, 0:1). აშვეთიამ ჯგუფში და პლეი-ოფში რვავე მატჩში ითამაშა და სულ ძირითადში იყო, ხოლო ჯგუფურ ეტაპზე მილანის „ინტერსაც“ გაუტანა და ფრანჩესკო ტოლდო დაამწუხრა, ხოლო „ლოკომ“ ის თამაში 3:0 მოიგო. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ „მონაკოსთან“ საპლეი-ოფო დუელში „ტორპედოს“ ამჟამინდელი თავკაცის გარდა, ორივე თამაში შეუცვლელად ჩაატარა მალხაზ ასათიანმაც.

2003 წლის 27 აგვისტო და სტიპე პლეტიკოშას კარში შესრულებული დუბლი კი აშვეთიას კარიერაში ჩინებული მოგონებაა. ხუმრობა ხომ არ არის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კარს გასაღები მოარგო!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.114381
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X