ფეხბურთი

22:45 | 11.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სანტიაგო ბერნაბეუს" ნაცვლად "ვალდებებასი" - "რეალი" საშინაო მატჩებზე სტადიონს შეიცვლის

მადრიდის „რეალმა“ შესაძლოა „სანტიაგო ბერნაბეუს“ ნაცვლად საშინაო მატჩები „ვალდებებასის“ ბაზაზე ჩაატაროს.

მას შემდეგ, რაც ესპანეთის მთავრობამ მატჩების გამართვის უფლება მხოლოდ უმაყურებლოდ გასცა, მადრიდში ზემოხსენებულ ვარიანტზე სერიოზულად მუშაობენ.

As-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის ექვსი საშინაო თამაში „ეიბართან“, „ვალენსიასთან“, „მალიორკასთან“, „ხეტაფესთან“, „ალავესთან“ და „ვილიარეალთან“ ბაზაზე გაიმართება. გარდა ამისა, თუ „სამეფო კლუბი“ „მანჩესტერ სიტის“ ბარიერს დაძლევს, ჩემპიონთა ლიგაზეც „ვალდებებასზე“ ითამაშებს. ბაზაზე საშინაო შეხვედრების ჩატარების ვარიანტი საერთოდ იანვრამდე განიხილება ან მინიმუმ იქამდე, სანამ მაყურებელს დასწრების უფლება არ მიეცემათ.

As-ი ასევე გვამცნობს, რომ ლა ლიგის ამ სეზონის დარჩენილ 6 თამაშზე გაყიდული ბილეთების ფულს კლუბი გულშემატკივრებს სრულად აუნაზღაურებს.

თეგებირეალი
0.115268