ფეხბურთი

21:40 | 11.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელთა განათლების კურსები დისტანციური სწავლების მეთოდით გრძელდება

ახალი კორონავირუსის გამო მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, მწვრთნელთა განათლების მიმდინარე კურსები დისტანციური სწავლების მეთოდით გაგრძელდება. საპილოტე პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მოდელის დახმარებით, ჩატარდა უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მე-6 მოდულის რეფლექსიური სწავლება. მომავალში კი, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მწვრთნელთა განათლების ყველა მიმდინარე კურსი დისტანციური სწავლებით გაგრძელდება.

აღნიშნულ თემაზე დამატებით განმარტება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარაძემ გააკეთა:

"საქართველოში და მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მივიღეთ ამ ეტაპზე ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება და მწვრთნელთა განათლების ყველა მიმდინარე კურსი, სიტუაციის გამოსწორებამდე, ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით მოახდენს მწვრთნელთა განათლებისთვის საჭირო ყველა კომპონენტის ადაპტირებას არსებულ მდგომარეობასთან და ისე განაგრძობს სასწავლო პროცესს. საპილოტე პროგრამის წარმატებით განხორციელების შედეგად ჩვენ უკვე შეგვიძლია, რომ დისტანციური სწავლების მეთოდი უეფას მწვრთნელთა განათლების სხვა კურსებზეც გამოვიყენოთ."

ამ ეტაპზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე 25 მწვრთნელი ირიცხება. მსმენელებს სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111665