სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

10:00 | 10.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

10 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1923 – დაიბადა ოთარ ქორქია. ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი. საბჭოთა კავშირის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე. ევროპის სამგზის ჩემპიონი. 1952 წლის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი. იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი. საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი. საკავშირო თასის ორგზის მფლობელი. საკავშირო პირველობების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი. 1962 წელს, ოთარ ქორქიას მწვრთნელობით, თბილისის “დინამომ” ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოიპოვა. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი. ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი. ოთარ ქორქია 2005 წელს გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1947 - გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე” ერთმანეთს დიდი ბრიტანეთისა და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს. ეს მატჩი ბრიტანელთა ფიფას რიგებში დაბრუნებას მიეძღვნა. შეხვედრა მასპინძლებმა 6:1 მოიგეს.

1951 - ინგლისისა და არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდების პირველი მატჩი ალბიონელებმა 2:1 მოიგეს. ეს იყო სამხრეთ ამერიკული ქვეყნის ნაკრების პირველი ვიზიტი “უემბლიზე”.

1967 - ჰოლანდიის ქალაქ ალკმაარში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “აზ-67”. 1981 და 2009 წლებში გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი. 1978, 1981, 1982 წლებში დაეუფლა ქვეყნის თასს. უეფას თასის ფინალისტი (1981). გუნდის ღირსებას შოთა არველაძე იცავდა, მოგვიანებით კი ქართველი ფორვარდი მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გახდა.

1970 - ჰოკეის ეროვნული ლიგის ფლეი-ოფში “ბოსტონ ბრუინზმა” “სენტ ლუის ბლუზი” დაამარცხა და სტენლის თასი მოიპოვა.

1973 - ჰოკეის ეროვნული ლიგის ფლეი-ოფში “მონრეალ კანადიენსმა” “ჩიკაგო ბლექ ჰოუკსი” დაამარცხა და სტენლის თასი მოიპოვა.

1973 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფში “ნიუ იორკ ნიკზმა” “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” დაამარცხა და ნბა-ს რიგით ოცდამეშვიდე ჩემპიონი გახდა.

1973 - თბილისის “დინამომ” ტესტ-მატჩში ბერლინის “ჰერტა” 2:0 დაამარცხა. გოლები დავით ყიფიანმა და ფირუზ რეხვიაშვილმა გაიტანეს.

1973 - უეფა-ს თასის გათამაშების პირველ მატჩში, “ლივერპულმა” საკუთარ “ენფილდზე” 41 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, მიონხენგლადბახის “ბორუსია” 3:0 დაამარცხა. გოლები კიგანმა (2) და ლოიდმა გაიტანეს.

1977 - თბილისის “დინამომ” ლიუბლიანას საფეხბურთო ტურნირზე ხორვატულ “რიეკასთან” 1:1 ითამაშა. თბილისელთაგან გოლი რევაზ ჩელებაძემ გაიტანა.

1978 - ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, “ლივერპულმა” 92 ათასი მაყურებლის თანდასწრებით ლონდონის “უემბლიზე”, “ბრიუგე” 1:0 დაამარცხა და თასი მოიპოვა. გოლი კენი დალგლიშმა გაიტანა.

1984 - იოჰან კრუიფმა თავისი უკანასკნელი მატჩი ჩაატარა. მან ბოლოჯერ დაიცვა როტერდამის “ფეიენოორდის” ღირსება.

1985 - მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელად უელსელი ჯონ ბენჯამინ ტოშაკი დაინიშნა.

1989 - თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში “ბარსელონამ” ბერნში 45 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, გენუის “სამპდორიას” 2:0 მოუგო და საპატიო პრიზი მოიპოვა. გოლები სალინასმა და რეკარტემ გაიტანეს.

1998 - “ფორმულა-1”-ის მონტმელეს (ესპანეთი) გრან-პრი ფინელმა მიკა ჰაკინენმა (“მაკლარენი”) მოიგო.

2006 - ქალაქ ბოლნისში ადგილობრივ “სიონს” გულშემატკივრების თანდასწრებით საზეიმოდ გადაეცა საქართველოს მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდისთვის დაწესებული მედლები და თასი.

2006 - უეფა-ს თასის გათამაშების ფინალში “სევილიამ” “მიდლსბროს” მოუგო (4:0) და საპატიო პრიზი დაისაკუთრა.

2006 - ამსტერდამის “აიაქსის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დენი ბლინდი გადააყენეს.

2008 - აშშ-ს ტეხასის შტატის ქალაქ კერვილში ავსტრალიელმა ტყვიის მსროლელმა მაიკლ დაიმონდმა თავისივე მსოფლიო რეკორდი გაიმეორა. მან 150 შესაძლებლიდან 148 ქულა დააგროვა.

2009 - ბარსელონას ფორმულა1-ის “ესპანეთის გრან პრი” ბრიტანელმა პილოტმა ჯენსონ ბატონმა მოიგო.

2010 - ნბა-ს აღმოსავლეთი კონფერენციის პლეი ოფის ნახევარფინალურ სერიაში ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუკსი” “ორლანდო მეჯიქთან” 0:4 დამარცხდა.

2012 - ფეხბურთში ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველომ ისლანდიას 1:0 მოუგოდანახევარფინალში გავიდა.

2013 - საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ლაშა ტალახაძე (+105 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. პერუს დედაქალაქ ლიმაში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე 19 წლის ქართველმა მძიმეწონოსანმა ორჭიდის ჯამში 411 კილოგრამი დააგროვა და უახლოეს მდევარს, სომეხ გორ მინასიანს 8 კილოგრამით გაუსწრო, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს, რუსეთის ნაკრების წევრ კარენ მარტიროსიანს სულაც 26 კილოგრამით აჯობა.

2013 - გიორგი შერმადინმა და მისმა "ოლიმპიაკოსმა" ლონდონის O2 არენაზეევროლიგის"ოთხთაფინალის" პირველ ნახევარფინალურ მატჩში მოულოდნელად იოლად მოუგესტურნირის ერთ-ერთმთავარ ფავორიტ მოსკოვის ცსკა- (69:52) და ფინალში გავიდნენ. გიორგიშერმადინისათადარიგოთასკამიდან შევიდა, პარკეტზე 12:19 წუთი დაჰყო და ამ დროისგანმავლობაში 5 ქულის (2-5 ორქულიანი, 1-1 საჯარიმო) და 3 მოხსნის დაგროვება შეძლო (2 შეტევაში).

2014 - ლევან კობიაშვილმა ბოლო მატჩი ჩაატარა გერმანულ ბუნდესლიგაშიდასაერთოდ,პროფესიონალურკარიერაში. ეს იყოჰერტა”-“დორტმუნდისმატჩში, რომლისდაწყებისწინბერლინელმა ფანებმა და ორივეგუნდის ფეხბურთელებმა დიდი ოვაცია მოუწყვეს 36 წლისქართველს. “ჰერტასგენერალურმადირექტორმა მიხაელ პრეეტცმა ლევანსჰერტას” 3-ნომრიანი მაისურააჩუქა.

ამ დღეს დაიბადნენ

1901 - სემ კოენი. “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი. 1934 წელს მოიპოვა ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასი. გუნდის ერთ-ერთი ლეგენდა. რამდენიმე ადამიანთან ერთად ინგლისში მან შაიბიანი ჰოკეი დანერგა.

1923 - ოთარ ქორქია. ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი. საბჭოთა კავშირის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე. ევროპის სამგზის ჩემპიონი. 1952 წლის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი. იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი. საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი. საკავშირო თასის ორგზის მფლობელი. საკავშირო პირველობების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი. 1962 წელს, ოთარ ქორქიას მწვრთნელობით, თბილისის “დინამომ” ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოიპოვა. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი. ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი. ოთარ ქორქია 2005 წელს გარდაიცვალა.

1925 - ნესტორ როსი. 1940-50-იან წლებში არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი. არგენტინის ხუთგზის, კოლუმბიის ოთხგზის ჩემპიონი. ორჯერ მოიპოვა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონობა.

1932 - მიშელ ლებლონი. 1940-60-იან წლებში ფრანგული “რეიმსის” ნახევარმცველი. საფრანგეთის ოთხგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ორჯერ იასპარეზა ჩემპიონთა თასის ფინალში.

1945 - მურმან ქურიძე. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი კალათბურთში. სჯიდა 1980 წლის ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატების (1981, 1983) მატჩებს. იმსაჯა “ატლანტა ჰოუქსისა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების პირველი მატჩი (1988). ზედიზედ თერთმეტჯერ დაასახელეს საბჭოთა კავშირის მსაჯთა პირველ ათეულში (1980-90).

1947 - კოლინ სტინი. 1960-70-იან წლებში გლაზგოს “რეინჯერსის” ფორვარდი. 1972 წელს მოიპოვა თასების თასი. ამ ტურნირის მსვლელობისას ჩაატარა ცხრავე მატჩი და გაიტანა 5 გოლი. შოტლანდიის ორგზის ჩემპიონი. შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის თასების მფლობელი.

1952 - ვანდერლეი ლუქსემბურგო. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების, “სანტოსის,” “კრუზეიროს”, მადრიდის “რეალის”, “პალმეირასის” მწვრთნელი. 1999 წელს ბრაზილიის ნაკრებს კოპა ამერიკა მოაგებინა. მწვრთნელის რანგში ხუთჯერ გახდა ბრაზილიის ჩემპიონი. თავის გაწვრთნილ გუნდებს ქვეყნის სხვადასხვა შტატის პირველობა მრავალგზის მოაპოვებინა.

1966 - ჯონათან ედვარდსი. ბრიტანელი მძლეოსანი. პირველი სპორტსმენი, რომელმაც სამმაგ ხტომაში 18 მეტრიანი ზღვარი გადალახა (18,16 მ). ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს რეკორდსმენი (18,29 მ).

1969 - დენის ბერგკამპი. ჰოლანდიის ნაკრების, “აიაქსის,” “ინტერისა” და “არსენალის” ფეხბურთელი. სხავადასხვა ეროვნულ ჩემპიონატებში ჩაატარა 552 მატჩი, გაიტანა 201 გოლი. ჰოლანდიის ნაკრების 79 შეხვედრაში გაიტანა 37 გოლი. 1987 წელს მოპოვებული აქვს თასების, 1992 და 1994 წლებში კი უეფას თასები. ჰოლანდიის (1990), ინგლისის (1998, 2002, 2004) ჩემპიონი. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა და სუპერთასის ოთხგზის მფლობელი. 1998 წელს დაასახელეს ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად. 1992 და 1993 წლებში აღირეს ჰოლანდიის უძლიერეს მოთამაშედ.

1970 - გაბრიელა საბატინი. არგენტინელი ჩოგბურთელი. 1986 წელს გახდა უიმბლდონის ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტი.

1972 - გიორგი ნემსაძე. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის “დინამოს” ყოფილი კაპიტანი. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი. თამაშობდა “ციურიხში,” “რეჯინაში,” “ტრაბზონსა” და “დანდიში”. მოპოვებული აქვს შვეიცარიის ჩემპიონობა. 2007 წელს აირჩიეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, თუმცა, არჩევნებიდან 40-იოდე წუთში თანამდებობიდან გადადგა და ოდნავ მოგვიანებით ცხინვალის “სპარტაკის” ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

1972 - კრისტიან ვიორნსი. გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელი.

1973 - რუშთუ რექბერი. თურქეთის ეროვნული ნაკრების, “ბარსელონასა” და “ფენერბახჩეს” გოლკიპერი. მსოფლიოს 2002 წლის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი.

1986 - ფერნანდო გაგო. არგენტინის ნაკრების, “ბოკა ხუნიორსისა” და მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი. პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ესპანეთის ორგზის ჩემპიონი (2007, 2008) და ქვეყნის სუპერთასის მფლობელი. არგენტინის ორგზის ჩემპიონი (2005, 2006). 2005 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებს (20) შორის. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 28 მატჩი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110147
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X