ფეხბურთი

17:35 | 8.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: IFAB-მა მატჩში 5 ცვლილება დაამტკიცა

IFAB-მა (ფეხბურთის თამაშის წესების შეცვლაზე პასუხისმგებელი ორგანო) ფიფას წინადადება დაამტკიცა და გუნდებს მატჩში 5 ცვლილების უფლება მისცა.

ფიფამ ეს წინადადება მას შემდეგ წამოაყენა, რაც კორონავირუსის გამო სეზონი შეჩერდა. მისი გაახლების შემდეგ კი კალენდარი საკმაოდ გადატვირთული იქნება და გუნდებს დროებით შეღავათი მიეცემათ, რაც სამის ნაცვლად 5 ცვლილებაში მდგომარეობს. ცხადია, ეს დროებითია და იქამდე გასტანს, სანამ სიტუაცია არ დარეგულირდება.

ამასთან ცნობილია, რომ 5 შეცვლის გამოყენების უფლება გუნდებს თამაშის დროს სამ მომენტში ექნებათ. მაგალითად შესაძლებელი იქნება ხუთივე ცვლილების ერთდროულად გაკეთება ან სამ გამოყოფილ მომენტში.

თეგებიფიფაIFAB
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110573