ფეხბურთი

15:41 | 8.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

რანგნიკი: "მილანში" წასვლას არ გამოვრიცხავ"

იტალიური „მილანი“ შესაძლოა რალფ რანგნიკმა ჩაიბაროს. გერმანელმა სპეციალისტმა Bild-თან საუბარში იტალიელთა ინტერესი დაადასტურა და არაფერი გამორიცხა.

„ჩემს აგენტთან ჰქონდათ შეხვედრა , მაგრამ შემდეგ კორონავირუსი გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში და უფრო მნიშვნელოვანი საკითხები წამოიჭრა. არ ვიცი, რა მოხდება ამის შემდეგ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ „მილანში“ წავიდე“, - აღნიშნა რანგნიკმა.

შეგახსენებთ, რომ რანგნიკმა სახელი „შალკეშ“ გაითქვა და შემდეგ „ლაიფციგში“ წარმატებით მუშაობდა.

0.111305