თამაშგარე

11:56 | 7.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერის ახალი გულისსწორი ძველი შტრიხებით

როგორც მავანნი ამბობენ, კორონავირუსის გამო გამოწვეული პანდემია ბევრი ოჯახის დანგრევაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. გერმანიის საფეხბურთო ნაკრების გოლკიპერის, მანუელ ნოიერისთვის კი ამ ყველაფერმა დადებით როლი შეასრულა და რამდენიმე დღის წინ, “ბაიერნის“ კარის დააჯმა ახალი სატრფო გამოამზეურა.

მანუელ ნოიერის სატრფოა ანიკა ბისელი, რომელიც სულ რაღაც 19 წლისაა. იგი სტუდენტი და ასევე საკმაოდ წარმატებული ხელბურთელიც გახლავთ. ჯერჯერობით არაა ცნობილი, თუ სად და როგორ შეხვდა და გაიცნო მანუელმა ეს გოგონა, თუმცა მასობრივი კარანტინის პირობებში მათი ტრფიალება პლაჟებზე და დუქან-რესტორნებში რომ ვერ განვითარდებოდა - ცხადია.

გერმანიის ბულვარული მედია კი იმაზე ქირქილებს და ხორხოცებს, რომ ანიკა ბისელი გარეგნულად ძალიან ჰყავს მანუელის ყოფილ ცოლს, ნინა ვაისს. როგორც ჩანს ნოიერი მამაკაცთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც გემოვნებას არასოდეს იცვლიან და ეს გულისსწორთა არჩევაშიც გამოიხატება.

0.115705