ფეხბურთი

13:13 | 7.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნოდარ ახალკაცი ფიფა-ს ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 2005 – 2009 წლებში ნოდარ ახალკაცი (უმცროსი), რომელიც მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში 2017 წლიდან სხვადასხვა წამყვან პოზიციებს იკავებდა, ამჯერად FIFA-ს წევრი ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა.

საამაყოა ის წარმატება, რომელსაც ჩვენმა თანამემამულემ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში მიაღწია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს მას წინსვლას და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

GFF.GE

0.117465